Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

7 დეკემბერს მარტვილში და 8 დეკემბერს ჩოტახაურში ტრენინგი “ღვინის ტურიზმი - ზამთრის სამუშაოები მარანში” გაიმართება

7 დეკემბერს 14:00 საათზე, მარტვილში - “სასტუმრო მარტვილი პალასი”(მშვიდობის ქუჩა #8) და 8 დეკემბერს 14:00 საათზე ჩოხატურში (გურიის ქუჩა, #1 ) „ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრში“  ღვინის კლუბი USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ The USAID Economic Security Program ფინანსური მხარდაჭერით ატარებს ტრენინგს - ღვინის ტურიზმი, ზამთრის სამუშაოები მარანში. 

ტრენინგს გაუძღვებიან, ტურისტული კომპანია “ჯორჯიან თრეველ გრუპის” შემომყვანი ტურიზმისა და ღონისძიებათა დეპარტამენტის დირექტორი თამუნა კურტანიძე და მევენახეობ–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი.

ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით აგრძელებს ახალ საგანმანათლებლო პროექტს მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის.

პროექტი ერთწლიანია და ამჯერად იგი გურიასა და სამეგრელოს რეგიონებს მოიცავს. პროექტი გულისხმობს ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.

ტრენინგი 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება და დასრულების შემდეგ ჯგუფი ესტუმრება ერთ-ერთ ადგილობრივ მწარმოებელს, სადაც ვენახსა და მარანში უშუალოდ გაეცნობა ზამთრის სამუშაოებს.

ტრენინგის სამიზნე ჯგუფია - ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ღვინის მწარმოებლები.

დასწრება თავისუფალია, ადგილები შეზღუდულია, 

რეგისტრაცია დასრულდება ადგილების შევსებისთანავე.
რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 887

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული