გამოქვეყნებულია: 5 მაისი, 2011 - 01:06
ევროკავშირისა და მოლდოვას წარმომადგენელების მოლაპარაკების შედეგად, საერთაშორისო კონვენციის მიხედვით განსაზღვრული, ადგილწარმოშობის დასახელების სასმელების: “კონიაკისა” და “შამპანურის” ამ სახელით წარმოება მოლდოვაში აღარ იქნება. მოლდოვამდე მსგავს შეთანხმებას ევროკავშირმა საქართველოსთანაც მიაღწია.
საერთაშორისო კონვენციით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, დაუშვებელია ადგილწარმოშობის პროდუქტის სახელი დაერქვას სხვა ტერიტორიაზე დამზადებულ პროდუქტს. სწორედ ამიტომ მოლდოველები ხერესის ტიპის ღვინოს იალოვენს, პორტვეინს – პრომეტეუსს, მადერას – ლუჩაფერს, კაგორს – პასტორალს, ხოლო კონიაკს – დივინს უწოდებენ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი