Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“მართალი ღვინო” - მცირე მარნების ანთოლოგია (83)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- მარანი დაარსდა 1898 წელს, ხოლო ახალ ეტაპზე 2017 წლიდან გადავიდა, როცა ქართველმა და გერმანელმა მეგობრებმა ბიო ღვინის წარმოება გადაწყვიტეს.

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- გვაქვს გაშენებული რქაწითელი, საფერავი, ხიხვი, ქისი, კახური მწვანე. მომავალში ვაპირებთ გრძელმტევანასა და კახური მცვივანის გაშენებას.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ჩვენ ვაწარმოებთ რქაწითელისა და საფერავის ყურძნისგან მაღალი ხარისხის ბიო სერთიფიცირებულ ღვინოებს, ძირითადად ქვევრის მშრალებს, ხოლო ბოლო ორი წელია, რაც დავიწყეთ ქვევრის ბუნებრივად ტკბილი ღვინის წარმოებაც.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- პირველად ღვინო „ვინოანდაგრაუნდში“ შევიტანეთ სადაც დღემდე იყიდება იგივე მოსავლის 2017 წლის საფერავი.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

არა, ჩვენი ღვინო ქვეყნის გარეთ სხვა ბაზარზე არ გასულა.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

მაღალი ხარისხის ღვინო, რომელსაც მცირე მარნები აწარმოებენ მეტ ხელშეწყობას საჭიროებს, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კერძო რეალიზატორებისგან. მითუმეტეს წასახალისებელია ბიო ღვინო. წახალისებაში იგულისხმება თანაბარი შესაძლებლობები, სადაც მომხმარებლისთვის ერთი რომელიმე ღვინის პრიორიტეტულად შეთავაზება არ ხდება პირადი გამორჩენის მიზნით, ანდა ბიო ღვინის წახალილება მხოლოდ ქაღალდზე არ იქნება დაწერილი, ვალდებულების მოსახდელად.

თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- ამჯერად ჩვენ გვჭირდება ნაკლები რაოდენობა, მაღალი ხარისხი, სუფთა პროდუქტი და ცნობადობის ამაღლება, რათა დავამტკიცოთ, რომ ღვინის სამშობლოში დღეს-დღეისობითაც უზადო ღვინოს ამზადებენ, რაც თავისთავად გამოიწვევს კულტურის განვითარებას, რისი ნიშნები უკვე არის კიდევაც.

რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ეს საქმიანობა მხოლოდ ვენახისა და ღვინის სიყვარულით დაიწყონ (და არა მხოლოდ მოგების მისაღებად) და შედეგიც შესაბამისი იქნება.

შპს „მართალი ღვინო“

მარნის მისამართი: გურჯაანის რაიონი, სოფელი შაშიანი
ტელეფონი: 577 203007
ელფოსტა: martaliwine@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი:www.martaliwine.ge
https://www.facebook.com/MartaliWine

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული