Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

17–18 თებერვალს ღვინის კლუბის ტრენინგი "ღვინის ზადები და დაავადებები", დავით ჩიჩუა


17–18 თებერვალს წარმოგიდგენთ მესამე მოდულს, დღეისთვის ერთ–ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე. ენოლოგი და ღვინის მკვლევარი დავით ჩიჩუა გაუძღვება ტრენინგს "ღვინის ზადები და დაავადებები".

• ტრენინგზე შევეხებით ძირითად დაავადებებს და ასევე ზადებს: დაჟანგვა, ნემსიწვერას ტონი, UTA, გოგირდწყალბადი, მერკაპტანი, ვეგეტატიური ტონი, თაგვის ტონი, საცობის ტონი, ბრეტანომიცესი და სხვ.

• ტრენინგზე გაისინჯება 10–ზე მეტი სხვადასხვა დაავადებისა თუ ზადის ნიმუში.

• ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე, 11:00–16:00 საათები.

• ტრენინგის ღირებულება: ერთ მსმენელზე შეადგენს 70 ლარს.

• “ღვინის კლუბის” წევრებისთვის, რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, გათვალისწინებულია 20%–იანი ფასდაკლება.

• კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (ღვინის ზადები და დაავადებები, ავტორი დავით ჩიჩუა), ტესტები, სერტიფიკატი, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, სადეგუსტაციო ნიმუშები, მცირე სადილი (2 დღე).

• სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

• თითოეული ტრენინგი ჩატარდება მას შემდეგ, რაც კურსზე დარეგისტრირებული მსმენელების რაოდენობა მიაღწევს 20-ს.

• რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88, 557 41 30 10.

• ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 15 თებერვალი.

გთხოვთ თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე:

ააიპ "ღვინის კლუბი"
ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში:GE66TB1144536080100002

თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 15 თებერვლისა.

© საქართველოს ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.