Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

13 მაისი - ახალი ღვინის ფესტივალი 2017

საქართველოს ღვინის კლუბი უკვე მერვედ ჩაატარებს ახალი ღვინის ფესტივალს, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

13 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი ტრადიციული ფორმატით ჩატარდება, მთაწმინდის პარკში. 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2016 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ დააგემოვნონ საუკეთესო ღვინოები. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ახალი ღვინის ფესტივალი 2017, როგორც ყოველთვის, დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით. ფესტივალზე იქნება მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვ.

თუკი ღონისძიების მასშტაბებს თვალს გადავავლებთ, პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს ჩატარდა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია იღებდა მონაწილეობას, ხოლო გასულ 2016 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 200-მდე სუბიექტი.

2016 წელს ახალი ღვინის ფესტივალმა უმასპინძლა 40 000-ზე მეტ სტუმარს, რომელთა შორის მრავლად იყვნენ უცხოელი ტურისტები. ვიზიტორებს შორის შეინიშნებოდა ახალგაზრდების სიმრავლე. გასულ წელს ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, თითქმის ყველა დიდი მწარმოებელი კომპანია, ასევე, მცირე მარნები და მევენახე გლეხები, რომელთა ღვინოები „საქართველოს ღვინის კლუბმა“ საგანგებო შერჩევის შედეგად რეგიონებში გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, მათმა დიდმა ნაწილმა, ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ საკუთარი წარმოება განავითარა და თანდათან მკვიდრდება ქართულ ბაზარზე.

2016 წლის ახალი ღვინის ფესტივალის საპატიო სტუმარი გახლდათ ელის ფეირინგი. ღვინის მწერალი და ქართველი ნატურალისტი მეღვინეების გულშემატკივარი ფესტივალზე თავისი ახალი წიგნით წარსდგა - "ღვინის სიყვარულისთვის". ელის ფეირინგი წელსაც ეწვევა ახალი ღვინის ფესტივალს.

გასულ წელს „ახალი ღვინის ფესტივალი“ უცხოურ მედიაში 60-მდე პუბლიკაციაში გაშუქდა. იყო ბლოგპოსტები, სტატიები, ტელე და რადიოგადაცემები, პროფესიული თუ სამოყვარულო ვიდეოები.

ახალი ღვინის ფესტივალი 2017-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და . თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს რადიო უცნობი, რადიო JAKO FM, "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, Caucasus Journey.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



სასურველი იყო რომ ეთნოგრაფიულში ჩატარებულიყო როგორც ტარდებოდა, რაღაც დროის განმავლობაში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული