Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რჩეული ღვინის ბარები Culinary Backstreet-ზე

სტატიაში თბილისში რამდენიმე გამორჩეული ღვინის ბარების შესახებ წერენ.  პირველ ადგილას სულიკოს ღვინის ბარია, რომელიც გამოირჩევა დიდი არჩევანითა და მყუდრო გარემოთი, სადაც ღვინის ენთუზიასტი სანდრო მაკედონელი სტუმრებს შესაბამის ღვინოებს სთავაზობს კერძებთან ერთად. ბარში 130-მდე სხვადასხვა ღვინოა, ძირითადად ბუნებრივი ქვევრის ღვინოები. რესტორანში გასინჯავთ გემრიელ მენიუს, რქაწითელის ღვინოს, რომელიც ავტორის რჩეულია და ცხელი ზეთისხილის კერძებს.

ვინო ანდერგრაუნდი

მყუდრო სარდაფი სოლოლაკში, სადაც შვიდი მეღვინე გაერთიანდა ღვინის ბარის შესაქმნელად. აქ 100-მდე ოჯახური წარმოების ღვინოა, უმეტესობა ქვევრში დამზადებული. ავტორი გვირჩევს რქაწითელსა და ქისს, განსაკუთრებით მათი გემრიელი კერძების თანხლებით.

ბინა n37

გამოირჩევა საუკეთესო ხედითა და ტერასით ასევე ბუნებრივი ღვინოებით. ზურა ნატროშვილის ინოვაციური მიდგომით, ბინა n37-ის ტერასაზე 43 ქვევრია. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ 10 ჯიშის ღვინო, მათ შორის ციცქა და სხვადასხვანაირი საფერავი.

დადის ღვინის ბარი

ავტორი ამ ბარში ყურადღებას ამახვილებს მცირე, ოჯახური წარმოების ბუნებრივ ღვინოებზე. ბარში 30-მდე სხვადასხვა ღვინოა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა. მფლობელი დინა რამაზანოვა და მისი პარტნიორი საშა ნოვიკოვი სტუმრებს რჩეულ ღვინოებს სამზარეულოს სეზონურ კერძებს უხამებენ, რომლებიც ქართული და იტალიური კერძების ნაზავია.

აზარფეშა

ეს არის ტრადიციული ღვინის ბარი, რომელიც ფოკუსირებულია ორგანულ პროდუქტებზე. ბარში, რომელიც ლუარსაბ ტოგონიძემ და ჯონ ვურდემანმა დააფუძნეს, 28 ადამიანისთვისაა და გამოირჩევა მყუდრო და მეგობრული გარემოთი, სადაც ხშირად პოლიფონიური სიმღერა გაისმის. რესტორანში რქაწითელი და ტრადიციული კერძებია წარმოდგენილი.

ლივინგ ვინო

არის ვეგანური ღვინის ბარი სოლოლაკში, რომელიც გამორჩეულია თავისი ისტორიული შენობებით. დამფუძნებელი დიმიტრი საფონოვი სტუმრებს სთავაზობს ვეგანურ კერძებს, როგორიცაა სოკოსა და სეიტანის ზენბურგერი, რომელიც ღვინოსთან შესანიშნავადაა შეხამებული. მენიუ მოიცავს ჯანსაღ ღვინოებს და სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული