Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის დეგუსტაციები პოლონეთში

პოლონეთის ქალაქებში ზაკოპანესა და კრაკოვში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Malinova“-ს ორგანიზებით, ზაკოპანეში ქართული ღვინის დეგუსტაცია სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობების თასის გათამაშების ფარგლებში მოეწყო, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცა დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები.

„Malinova“-ს ორგანიზებულ ღონისძიებაზე კრაკოვში, ქართული ღვინო ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში დააგემოვნეს. ღონისძიებაზე მოწვეული იყო 200-მდე სტუმარი. დეგუსტაციაზე მუზეუმის წესების თანახმად, წარდგენილი იყო ქართული კომპანიების მხოლოდ თეთრი ღვინოები.

ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი კონტრაქტორი კომპანია „Vinisfera”-ს მიერ მოეწყო ამ დღეებში კრაკოვში, სადაც ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულოც. სემინარს უძღვებოდა „Vinisfera”-ს ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი და მას ადგილობრივი იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიება პოლონეთში მთელი წლის მანძილზე ჩატარდება, რადგან ეს ქვეყანა ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია  2 676 440 ღვინო, რაც  15  %-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 2018 წლის იანვრის თვის მაჩვენებლებით ექსპორტირებული  177 01 8ბოთლი ღვინო, რაც  13 % აღემატება წინა წლის მონაცემებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული