amadeus - 27 ნოემბერი, 2009 - 23:15
http://www.youtube.com/watch?v=myEdcVIasoU&feature=channel
მალხაზ ხარბედია - 26 ნოემბერი, 2009 - 00:32
უჰ, სანსერი რო მახსენდება, მაჟრიალებს. სასწაული ღვინოა.
ლაშა, მიხარია აქ რომ გხედავ :)
ლაშა ჯუღელი - 25 ნოემბერი, 2009 - 22:47
დამავიწყდა:
თეთრ Sancerre -თანაც (ოღონდ კარგ Sancerre-თან)ძალიან მაგარია.
ლაშა ჯუღელი - 25 ნოემბერი, 2009 - 22:32
ყველაზე კარგი ფრანგული (და ალბათ საერთოდ მსოფლიოში)თხის ყველი არის Crottin de Chavignol,რომელსაც დნობადი ალბათ არ ეთქმის, მაგრამ მისი ფაქტურიდან გამომდინარე, მაინც შეიძლება პურზე წაუსვა. ტოსტერში გახუხულ ხარისხიან პურზე მიდის ძალიან კარგად და წითელ ღვინოს უხდება.
აქ შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ გამოიყურება.
http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/27/Crottin_de_Chavignol.jpg
მალხაზ ხარბედია - 25 ნოემბერი, 2009 - 02:46
Anonymous - 24 ნოემბერი, 2009 - 21:07
ცუდია, რომ მთავრობა ფერმერებს განიხილავს როგორც ”ფაშისტებს” (სახელისუფლებო წრეებში, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ზუსტად ეს ტერმინი გამოიყენება აპრობირებული სახით)და ამგვარი მიდგომით, თესავს ერთგვარი კომუნისტური ეპოქის დროინდელი გადმონაშთის (ეს ყველაფერი გლეხებისა და კულაკების კომპარტიისეულ სეგრეგაციას მაგონებს)აღზევებისაკენ მიმართულ აზროვნებას.
თუმცა, მათიც მესმის, მთლიანად ეს სუბსიდირების ისტორიაც არ არის მაინცდამაინც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან ნაკარნახევი ნაბიჯი, არამედ იძულებითი ქმედებაა, იმისათვის რომ კახეთში მასობრივი უკმაყოფილება თავიდან იქნას აცილებული. ამ ჭრილში, ხელისუფლების ქცევა ლოგიკურია: რაც ნაკლები ხარჯით იქნება მიღწეული აღნიშნული შედეგი, მით უკეთესია...
ამ თემას კიდევ შეეგუება ადამიანი, კიდევ ერთი (ამჯერად რეგიონალური) სეგრეგაცია რომ არ ახლდეს ამ სუბსიდირების კომპანიას. და ამ თვალსაზრისით,კახელი გლეხები, სხვა რეგიონის გლეხებს სამართლიანად მიაჩნიათ სახელმწიფოს მიერ პრივილეგირებულ კონტიგენტად.
P.S.
პროგრამა კოდექსი ნამდვილად არსებობს. ბატონი ტარიელ გაბუნიას გასამართლებლად მინდა რომ დავაზუსტო (რომელიც მართლა კარგად გაისარჯა კახეთის გუბერნატორთან ერთად რთველის დაბინავებისათვის). და არც იმ დადგენილების არსებობაში მეპარება ეჭვი. თუმცა ეს საკითხის არსს ალბათ არ ცვლის.
მალხაზ ხარბედია - 19 ნოემბერი, 2009 - 15:26
დაახლოებით მაგდაგვარი ფრანგული თხის მდნარი ყველი მაქვს გასინჯული, ოღონდ სახელი არ მახსოვს.
levan - 19 ნოემბერი, 2009 - 15:13
:)
მართალია, კრემ ჩიზს პურზე ადვილად წაუსვამ, იგივე ფაქტურის თხის ყველი გავსინჯე აშშ-ში და ძალიან საინტერესო და პიკანტური გემო აქვს!
მალხაზ ხარბედია - 19 ნოემბერი, 2009 - 01:43
ვაჰ, ნეტა რა ეტაკათ! :) კრემ ჩიზი ფეტაზე უფრო მდნარი არაა? არ გამისინჯავს.
levan - 18 ნოემბერი, 2009 - 16:49
არც ჯორჯიტაში აღმოჩნდა :( გვქონდა მაგრამ გათავდაო. თქვენ თუ იცით ფეტას ყველს ჰგავს, ცხვრის ყველია ეგეც, მაგრამ ფეტასავით რბილი ფაქტურაა, მდნარი ყველივითაა.. cream cheese რო უწოდებენ ეგეთი.