Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯანი - „ღვინის კლუბის“ ბიბლიოთეკა

მაქსიმე რამიშვილის წიგნიდან, "გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები"(1948).

გურიის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ჯანს წარსულში პირველი ადგილი ეჭირა, როგორც მაღალხარისხოვანი და სხეულიანი მასალის მომცემ საღვინე ჯიშს. დღესაც გურიის მთელ რიგ მიკრორაიონებისათვის იგი ძირითად ჯიშად არის მიჩნეული. მაღალხარისხოვან გემოვნებით თვისებებთან ერთად ჯანის ყურძენს ახასიათებს მეტად მაღალი ტრანსპორტაბელობა და შენახვის დიდი უნარიანობა (გვიან გაზაფხულამდე). ამიტომ იგი შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშად.
მე-19 საუკუნის პირველ ნახევრამდე ჯანის მაღლარები მასობრივად იყო გავრცელებული შუა და ზემო გურიის რაიონებში და რთველს ხშირად ზამთრის პერიოდში აწარმოებდნენ. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის შემოჭრამ გაანადგურა მისი ნარგავები, რის შედეგადაც მხოლოდ თითო-ოროლა ძირები გადარჩა მაღლარების სახით გურიის მთისპირა სოფლებში. ზოგიერთ მეურნეთა ინიციატივით ამ ჯიშის გადარჩენისა და აღდგენის მიზნით 1905-1906 წლებში ჩოხატაურის რაიონში გაშენდა ნამყენი ვაზებით ჯანის ნაკვეთები. მათი მცირე ნაწილი ამჯამადაც არსებობს და მიუხედავად ხნოვანებისა, საკმაო ზრდა-განვითარებითა და მოსავლიანობით ხასიათდება.
ჯანის გავრცელების არეალი გურიაში ამჟამად მეტად შეზღუდულია, რაც აიხსნება პირველ ყოვლისა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ შედარებით გამძლე ჯიშის – იზაბელასა და უხვმოსავლიანი იმერული ჯიშის ცოლიკოურის მასობრივად გავრცელებით და აგრეთვე იმ გარემოებითაც, რომ საერთოდ ეს ჯიში შედარებით მცირე მოსავლიანობით ხასიათდება; მიუხედავად მისი მრავალმხრივი დადებითი თვისებებისა, ადგილობრივი მოსახლეობა ჯანის მასობრივად გავრცელებით ჯერჯერობით ნაკლებად არის დაინტერსებული.
შუა და ქვემო გურიაში (სოფ. ბახვი, ბაღდათი, შრომა და სხვ.) ფართოდ არის გავრცელებული ძლიერ მოსავლიანი ჯიში, ე. წ. ნაკაშიძის ჯანი. აღნიშნული ჯიში თავისი ამპელოგრაფიული და სამეურნეო-ტექნოლოგიური თავისებურებებით არსებითად განსხვავდება გურიის ჯანისაგან. ადგილზე წარმოებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ეს ჯიში სოფ. შრომაში (მახარაძის რაიონი) პირველად შემოიტანა ყოფ. მემამულემ ნაკაშიძემ და როგორც უხვმოსავლიანი, იგი შემდგომ მასობრივად გავრცელებულა მეზობელ სოფლებშიაც, მრავალი წლის მანძილზე წარმოებული დაკვირვებით დადასტურდა, რომ ნაკაშიძის ჯანი ფრანგული ჯიშის – არამონის ვარიაციას წარმოადგენს.
სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ამ ჯიშის გამძლეობა სუსტია. ატმოსფერული ნალექების სიუხვე, ჰაერის მომეტებული ტენიანობა და საკმაოდ მაღალი ტემპერატურა გურიის რაიონებში მეტად ხელსაყრელ პირობებს ქმნის სოკოვან ავადმყოფობათა მასობრივი გავრცელებისათვის, განსაკუთრებით – მდინარეთა სანაპიროებზე და დადაბლებულ ვაკე ადგილებში. ამიტომ ამ ვაზის კულტურის წარმოებისათვის უნდა შირჩეს მზით განათებული სამხრეთით დახრილი ფერდობები, კალციუმის კარბონატების ნორმალური შემცველობით.
ჯანის ყურძნის ღვინო ნორმალურად ალკოჰოლიანია (11,9 გრადუსი – 12, 1– და ამავე დროს მცირედ მჟავიანი (7,1 – 8,0). ტანინების ცოტათი მომეტებული რაოდენობა გამოწვეულია ტკბილის ჭაჭაზე დადუღებით, მქროლავი მჟავებისა და გლიცერინის რაოდენობა ღვინის შემადგენლობისათვის სავსებით ნორმალურად უნდა ჩაითვალოს.
ჯანის ყურძენს ახასიათებს შენახვის დიდი უნარიანობა და ტრანსპორტაბელობა.
როგორც მოვიხსენიეთ, ჯიშის უარყოფითი თვისებებიდან აღსანიშნავია მისი მცირე მოსავლიანობა და წვენის მცირე გამოსავლიანობა. მაგრამ, მისაღებია რა მხედველობაში მთელი რიგი დადებითი თვისებები (ღვინის მაღალი ხარისხი, გამოვნებითი თვისებები, ყურძნისა და ღვინის მაღალი ტრანსპორტაბელობა და ყურძნის შენახვის დიდი უნარი მთელი ზამთრის პერიოდში), აღნიშნულმა ჯიშმა გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებს შორის საპატიო ადგილი უნდა დაიჭიროს და ფართოდ გავრცელდეს აღმოსავლეთ გურიის რაიონებში.
ვფიქრობთ, რომ გასამრავლებელი საკვირტე მასალის წესიერად შერჩევის გზით შესაძლებელი გახდება ჯანის მოსავლიანობის გაზრდა.
მარცვლის კანისა და რბილობის განსაკუთრებული სიმკვრივის გამო ჯანის ჯიში დიდ ინტერესს წარმოადგენს აგრეთვე გენეტიკის თვალსაზრისითაც.

 
პუბლიკაცია ხორციელდებაღვინის კლუბისსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში


აუცილებელია ამ ჯიშის გურიაში აღდგენა, სამარცხვინო ამერიკული ჰიბრიდის ადესას მეღვინეობიდან განდევნა წვენების, კომპოტების და ფელამუშის წარმოებისკენ თან რა მშვენიერი სახელია - ჯანი


რაც მთავარია ჯანში მიდის :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული