მალხაზ ხარბედია - 27 აპრილი, 2012 - 18:12
პირიქით, ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი ჩამოდის, რომლებიც საკუთარი თვალით ნახავენ ნამდვილ ქართულ ღვინის დღესასწაულს, ახალი ღვინის ფესტივალს :) კარგია, რომ ორგანიზატორებმა ასე დაამთხვიეს.
ალეკო ცქიტიშვილი - 27 აპრილი, 2012 - 17:51
სამწუხაროდ, ამ დეგუსტაციას ვერ დავესწარი, რადგან ამ დღეს ბაკურციხეში ვენახი გვქონდა გასაშენებელი - საფერავის ახალი ნერგები ჩავყარეთ. როგორც წინა დეგუსტაციის მიმოხილვის ავტორი აღვნიშნავ, რომ იმ და ამ დეგუსტაციებს აერთიანებს ერთი მთავარი თემა (უფრო - პრობლემა). ესაა თეთრი კახური ღვინოების ტიპურობა. მაშინაც და ახლაც საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა ბატონმა თეიმურაზ ღლონტმა და მე პირადად ვეთანხმები მის მოსაზრებებს, თუ როგორი უნდა იყოს ქვევრის თეთრი კახური ღვინო. სამწუხაროდ, ბევრი არ ანიჭებს ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას. ზოგს ჰგონია, რომ დღევანდელი ბუმი მხოლოდ მოდაა და მალე "გადავა", ისევე, როგორც კაბა, ან ფეხსაცმელი. ამიტომაც ტიპურობის საკითხზე, სავარაუდოდ, შეთანხმება ვერ მოხდება და ქვევრის ღვინოდ გასაღდება ისეთი ღვინოები, რომლებიც თავიანთი ხასიათით არაფრით არ იქნებიან განსხვავებული "ნერჟავეიკების" ღვინოებისგან. ეს კი ნამდვილ, ტიპურ ქვევრის ღვინოებს საბოლოო ჯამში, რბილად რომ ვთქვათ, კარგ სამსახურს არ გაუწევს.
ალეკო ცქიტიშვილი - 27 აპრილი, 2012 - 17:24
გარკვეული ინფორმაცია მოვიძიე. როგორც გავიგე, შუახევში ეგ სანერგე შეიქმნა ერთ-ერთი ტენდერის საფუძველზე. ტენდერის პირობა იყო, რომ შექმნილიყო ჯანსაღი და უვირუსო სერტიფიცირებული ნერგების გამოსაყვანი სანერგე.
ალეკო ცქიტიშვილი - 27 აპრილი, 2012 - 16:41
ეს ეროვნული კონკურსი ბოლო წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ახალი ღვინის ფესტივალს ხელს არაფერში არ უშლის. ჯერ ერთი - კონკურსის ფორმატითაა, მეორეც - ყველასთვის ღია არ არის. ახალი ღვინის ფესტივალზე კი მედლები არ თამაშდება, ფორმატი და განწყობა არის საფესტივალო, ამავე დროს, ყველას უფასოდ შეუძლია მოსვლა სტუმრის სტატუსით. მე მიმაჩნია, რომ პირიქით - ძალიან კარგია, ახალი ღვინის ფესტივალის წინა დღეებში, რომ ტარდება. ერთგვარად ღვინის კვირეული გამოვა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბათუმში ოჯახური ღვინოების ფესტივალიც იმართება ხოლმე დაახლოებით ამ პერიოდში და ასე თუ მივყევით მაისი ღვინისძიებებით ერთობ დატვირთული თვე გამოდის.
Anonymous - 27 აპრილი, 2012 - 15:34
მარაზმია რა, 12 ში ახალი ღვინის ფესტივალია და ესენი 10 ში რაღაც ეპოტინებიანვერ მივხვდი. ვინ იცის რამხელა თანხაა გამოიყოფილი ამ ყველაფრისთვის და არ ჯობდა ძალების გაერთიანება და ერთი კარგი ფესტივალი ჩატარება?
თორნიკე - 27 აპრილი, 2012 - 10:52
მასალებში 1ცალი კვერცხია ნახსენები და მომზადებისას რაში ვიყენებთ მას, არ არის ნახსენები.
გამაფხვიერებელი ფხვნილი რა არის?
ზურაბ თოფურიძე - 24 აპრილი, 2012 - 22:01
შუახევის მატყუარებზე თუ მოიძიე რამე
mesxi - 24 აპრილი, 2012 - 17:17
http://www.meskhetitours.ge/4315430843214334432343204312-431843204317430...
პირველი ჩამოსხმული და მგონი ერთადერთი მესხური ღვინო.