Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დიდ ბრიტანეთში ღვინის შესახებ რეგულაციები მსუბუქდება

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემოღებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გაუქმებას გეგმავს. ღვინის მწარმოებლები და იმპორტიორები ზედმეტი მოთხოვნებისა და ვალდებულებებისგან განთავისუფლდებიან ღვინის წარმოებისა და მარკეტინგის შესახებ კანონში ცვლილების საფუძველზე. ეს კი ბრიტანეთის ღვინის ინდუსტრიას 180 მლნ. ფუნტი სტერლინგის ოდენობით გაზრდის. ცვლილებების ფარგლებში ადგილწარმოშობის ღვინოები გაფართოვდება,  მეღვინეებს ექნებათ თავისუფლება ღვინის დასაყენებლად გამოიყენონ უფრო მეტი ვაზის ჯიშები, განსაკუთრებით კი დაავადებებისადმი მდგრადი ჯიშები. მთავრობამ განაცხადა, რომ ეს მევენახეებს საშუალებას მისცემს მათთვის შესაფერისი, უფრო სასურველი ჯიშებისგან მეტად მრავალფეროვანი პროდუქტი შექმნან და დანაკარგიც თავიდან აირიდონ. 

გარდა ამისა, მოიხსნება ღვინის შეფუთვის ძვირადღირებული და საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები, როგორიცაა, მაგალითად, ვალდებულება, რომ ცქრიალა ღვინის ზოგიერთ კატეგორიას აუცილებლად ფოლგის თავსახური და სოკოს ფორმის საცობები უნდა ჰქონდეს. ადგილობრივ მეღვინეებს ასევე შეეძლებათ ევროკავშირის შესაბამის უწყებასთან განაცხადის გაკეთებისა და სხვა პროცესების გარეშე ვაზის მოყვანა და ღვინის დაყენება. მეღვინეებს შეეძლებათ “პიკეტის” დაყენება (რომელიც ტექნიკურად ღვინო არაა და სხვა ტექნოლოგიით მზადდება, წყლის დამატებით ყურძნის წიპწებთან და წვენთან ერთად). რეფორმები შეეხება იმპორტიორთა ეტიკეტირებას - მოიხსნება მოთხოვნა, რომ იმპორტირებულ ღვინოებს ეტიკეტზე იმპორტიორის სახელიც უნდა ეწეროს.  ჰიბრიდული ვაზის ჯიშები - ადგილწარმოშობის დასახელებებში დასაშვები იქნება ვაზის ჯიშების უფრო ფართო არჩევანის გამოყენება, მათ შორის ჰიბრიდების.

ღვინის მოყვარულებს ექნებათ შესაძლებლობა იმპორტირებული ღვინის ბლენდები შეიძინონ. ეს ხელს შეუწყობს შიდა ბაზრის მრავალფეროვნებას. ღვინის სერტიფიცირების სქემაც შეიცვლება, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ღვინის სექტორში მრავალფეროვანი პროდუქტი იქნება, მათ შორის ტკბილი ღვინოები. ეს საშუალებას მისცემს ბრიტანეთის ინდუსტრიას შექმნას მეტი პროდუქტი სხვადასხვა ტიპის მომხმარებლისთვის, რომელთაც, თავის მხრივ, უფრო მეტი არჩევანი ექნებათ. გარდა ამისა, დაუშვებენ დაბალი და სრულად უალკოჰოლო ღვინოების წარმოებასა და მათ პოპულარიზაციას. ეს ნიშნავს მწარმოებლისთვის მეტ მოქნილობას და ისევ და ისევ მრავალფეროვნებას ღვინის მოყვარულთათვის: “დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს მეღვინეებს ევროკავშირის უხეში რეგულაციები ძალიან ზღუდავდა, ამ ცვლილებებით კი მათ მეტი თავისუფლება ექნებათ. ხელი შეეწყობა ჩვენი მეღვინეების ბიზნესის ზრდას, გაიზრდება სამუშაო ადგილები და ჩვენი კვებისა და ღვინის სექტორიც გაფართოვდება” - აღნიშნავს გარემოს დაცვის მდივანი ტერეზა კოფი. 

კემი ბადენოხმა, გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის, ენერგეტიკისა და სამრეწველო სტრატეგიების სახელმწიფო მდივანმა ევროკავშირის 4800 წესი უკვე გააუქმა, რომელიც შედარებით მსუბუქი 600 წესდებით შეიცვალა. ამ კვირაში კი, როგორც ukgov-ზე ვკითხულობთ, კიდევ უფრო მეტ წესდებას შეასწორებენ ან გააუქმებენ კიდეც: “უაზრო ბიუროკრატია აფერხებს ინოვაციასა და განვითარების შესაძლებლობას. ახლა კი ამ რეფორმებით ჩვენს კანონებზე კონტროლი დავიბრუნეთ. მძიმე რეგულაციების გაუქმება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას და ბიზნესს საჭირო თავისუფლებას მისცემს მეტი ინოვაციური პროდუქტის შესაქმნელად” - აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი. სრულად გაეცანით Uk Goverment-ის ვებ.გვერდზე. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.