Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაიცანით სომელიე: ფილიპ რაინშტალერი და მისი სიყვარული ქართული ღვინის მიმართ

ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის 2025 წლის იანვრის ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ ერთ-ერთ ცნობილ სომელიესთან, ფილიპ რაინშტალერთან. ინტერვიუში ფილიპი საუბრობს თავისი გამოცდილებისა და საყვარელი ღვინოების შესახებ, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ის ქართული ღვინითაა გატაცებული.

გურმანებისა და ღვინის მოყვარულთა სამყაროში რამდენიმე სომელიეა, რომლებსაც განსაკუთრებული გემოვნება და ღვინისადმი ჭეშმარიტი ვნება აქვთ, მათ შორის აუცილებლად უნდა დავასახელოთ ბრიტანელი სომელიე, ფილიპ რაინშტალერი. ფილიპის ღვინისამდი განსაკუთრებული სიყვარული ერთ ისტორიასა და განსაცვიფრებელ მომენტს უკავშირდება. 1987 წელს იტალიაში, Cantina Terlan-ის მეღვინეობაში ყოფნისას, მან პირველად დააგემოვნა პინო ბიანკო. სწორედ ამ ღვინოს უკავშირდება შემდგომ ღვინისამდი მისი ინტერესის გაძლიერება.

რაინშტალერის კარიერა ევროპის უჩვეულოდ მაღალი დონის რესტორნებთანაა დაკავშირებული. ლონდონში, ლეგენდარულ რესტორან Dinner by Heston Blumenthal-ში იმუშავა თითქმის ხუთი წელი, სადაც ისეთ ცნობილ სომელიეებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან სტეფან ნოიმანი MS და ვინჩენცო არნეზე. მალე დაწინაურდა დამხმარე მთავარი სომელიეს თანამდებობაზე და ამასთანავე მოიპოვა SSA-ის მასტერ საკეს სომელიეს ტიტული.

2021 წელს ის Trivet-ის მთავარი სომელიე გახდა და წარმატებით ჩააბარა Master Sommelier Advanced გამოცდა — ერთ-ერთი ყველაზე რთული და პრესტიჟული სერთიფიკატი ღვინის სამყაროში.

2023 წელს ფილიპი შეუერთდა ახალ გახსნილ სასტუმროს Raffles London at the OWO, სადაც ხელმძღვანელობდა მაურო კოლაგრეკოს რესტორნის ღვინის პროგრამას.

ფილიპი იმ სომელიეების რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც სჯერა, რომ სტუმარს ღვინის დაგემოვნების პროცესი უნდა უხაროდეს და სომელიემ ის ზედმეტი კომპლექსურობით არ უნდა დააბრნიოს. მისი რჩეული ღვინოებია:

  • Sattlerhof, Eichberg Sauvignon Blanc, შტირია, ავსტრია, 2022
  • Kumeu River, Village Chardonnay, ოკლენდი, ახალი ზელანდია, 2022
  • Strehn Blaufränkisch Rosé, ბურგენლანდი, ავსტრია, 2023
  • Thymiopoulos, Xinomavro Jeunes Vignes, ნაოუსა, საბერძნეთი, 2021
  • Cosse Maisonneuve, Le Combal, კაორი, საფრანგეთი, 2019

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღვინო, რომელსაც ფილიპი სტუმრებს სთავაზობს, არის Grüner Veltliner Lust Elafonisi 2020 — კლემენს და ლუკას სტრობლის მიერ შექმნილი, ავსტრიის ვაგრამის რეგიონიდან. ის ხშირად აოცებს სტუმრებს და იდეალურად ერწყმის კერძებს, განსაკუთრებით თევზეულობას.

საქართველო — ღვინის სიყვარულის ადგილი

ფილიპი აღფრთოვანებულია საქართველოს ღვინის კულტურით:

„ქარვისფერი ღვინის მოყვარული ვარ და კახეთში მოგზაურობისას დავინახე ტრადიციის სიმდიდრე, საოცარი მასპინძლობა და ავთენტურობა, რამაც ძალიან მომხიბლა.“

ის განსაკუთრებულად გამოყოფს კახეთის რეგიონს და მისთვის დამახასიათებელ ქვევრის ღვინოებს — რომლებიც სიღრმითა და ინდვიდუალურობით გამოირჩევიან. ფილიპის აზრით, ქართული ღვინოები სიახლეა მათთვის, ვინც ნამდვილ, ხელით დამზადებულ ღვინოებს ეძებს, რაც  ჯერ კიდევ დაუფასებელია გლობალურ ბაზარზე.

„კახეთი საქართველოში, ნაოუსა საბერძნეთში და ვინიუ ვერდე პორტუგალიაში — ყველა ეს რეგიონი შესანიშნავ ღვინოებს გვთავაზობს საოცარ ფასში.“

ცხადია, რომ ფილიპ რაინშტალერი ღვინის კულტურის ელჩია, სომელიმე, რომელიც გულწრფელი ინტერესით, თავმდაბლობითა და სიყვარულით სთავაზობს მომხმარებელს თითოეულ ჭიქას. მისთვის ღვინო არ არის მხოლოდ სასმელი — ეს არის მოგზაურობა, ისტორია და გამოცდილება, რომელსაც  სიამოვნებით უზიარებს ყველას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.