გიორგი - 14 აგვისტო, 2012 - 10:17
სწორედ ამ მირზაანში ვიყავი დაახლოებით ერთი თვის წინათ. არ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს ხარისხზე ერთს ვიტყვი მხოლოდ, მეგობრები ლუდს და ხინკალს შევექცეოდით როცა მოულოდნელად სამზარეულოდან კაი მოსუქებული ვირთხა "გამოტასავდა". აუჩქარებლად გამოიარა ამოგვხედა და გზა გააგრძელა. ამის მერე არამგონია ამ ქსელის რომელიმე დაწესებულებაში მივიდე.
Naotreli - 8 აგვისტო, 2012 - 20:45
ალეკო მართალი ხარ, მაგრამ თბილისის ალბათ უმეტესობა რესტორნის "ღვინოები" ტემპერატურულ პრეფერენციებს არ ექვემდებარება :D მასეთი "ღვინო" გინდ ჩააციე და გინდ შეათბე...
აი ასეთი საინტერესო და პროფესიონალური რევიუები რომ უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი იყოს ალბათ მერე უფრომ მიაქცევდნენ რესტორნის მეპატრონეები ყურადღებას, მაგრამ ეს ყბადაღებული "ჩამოსასხმელი ღვინო", მისი წარმომავლობა/ავთენტურობა და ხარისხი კიდევ სხვა თემაა.
p.s. მადლობა ავტორს!
ალეკო ცქიტიშვილი - 8 აგვისტო, 2012 - 10:32
ეს "კოლხეთი" სანაპიროს ცნობილი "კოლხეთის" ტყუპისცალია, ხომ? ორი წლის წინ ქვისლებს მოგვეწონა სანაპიროს "კოლხეთის" ჩამოსასხმელი ღვინო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ისეთი შემთხვევა იყო, როცა ღვინო თვითონ აგებს პასუხს საკუთარ თავზე. ამ სტატიაში აღწერილი შემთხვევა ზუსტად ასახავს ჩვენი ძვირფასი რესტორნების ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ღვინისადმი, კერძოდ - ჩამოსასხმელი ღვინისადმი. იდეალურ ვითარებაში, თავმოყვარე რესტონარს ჩამოსასხმელი ღვინის საცავი ცალკე უნდა ჰქონდეს, თანამედროვე, ტემპერატურის მარეგულირებელი და სხვა აუცილებელი ფუნქციებით აღჭურვილი რეზერვუარებით. რეალურად კი, კუსტარულად ინახავენ პლასტმასის ჭურჭლებში და მერე, ცხადია, ასეთ "ღვინოს" ბევრს ვერაფერს მოვთხოვთ. ცალკე თემაა, უმარტივესი ჭეშმარიტებები რომ არ ესმით და არ იციან, წითელი ღვინო ჩაციებული რომ არ მიიტანონ სუფრაზე და პირიქით - თეთრს ჭირდება ჩაციება, თანაც - ზაფხულში.
Anonymous - 3 აგვისტო, 2012 - 23:22
მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ქორწინების 2 წლისთავის აღნიშნვა რესტორან "პასტორალში". თავიდან ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი - ძველებური (ცოტა უკვე მობეზრებული რეტრო) დიზაინი, საგანგებოდ ჩამოძენძილი აბაჟურებით და საკერებლებიანი გადასაფარებლებით, მომხიბლველი იყო ფასებიც, კალაუბნის რესტორნების პირობაზე:) სხვა რაღაცეებთან ერთად შევუკვეთეთ ხინკალი (რად გვინდოდა ასეთ რესტორანში ხინკალი, არ ვიცი), რომელიც მოტანის მომენტში უკვე გახსნილი იყო (ყველა!), ცომი დაფლეთილი... არც ერთი საშუალო დონის დიასახლისის გაკეთებული ხინკალი არ მინახავს ასეთი...
მომსახურე პერსონალი ნამდვილად არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ყურადღებით, ძალიან უნდა გეცადა, რომ რომელიმე მათგანის ყურადღებით გესარგებლა.
მართალია, არც ჩვენ გამოვსულვართ გაბრაზებულები იმიტომ, რომ ჩვენს დღესასწაულს ვერ დაჩრდილავდა პასტორალის პირდაბჩენილი ხინკლები, მაგრამ მივხვდით, დღესასწაულები ისეთ ადგილებში უნდა დაგეგმო, სადაც წინასწარ იცი, რომ მომსახურება კიდევ უფრო მეტ ხალისს შესძენს შენს სადღესასწაულო განწყობას...
BENDI - 3 აგვისტო, 2012 - 23:05
ჰოდა,ღვინის შინაარსი ასე "ადვილს" ვერ გასცდა აქ რაცაა??? :)))
ალეკო ცქიტიშვილი - 3 აგვისტო, 2012 - 11:47
მეორე რეპორტაჟს ვკითხულობ უკვე და მგონი, ეს ნიუს.ჯი-ს ვარკვლავთმიმნიჭებელი ღვინოს არა სომს. მოვკვდი ინტერესით, რა ღვინო დაალევინეს, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უწერია!