Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლაზური ხაჭაპური „უბატონო კუთხიდან“ ან ექსკლუზიური „ხრაშუნა მირზაანულად“

ალბათ მიხვდით,  რომ ჩვენი კულინარული შეფასების  საგანი გახლდათ რესტორნების  ქსელი  „მირზაანი“. უნდა ვაღიარო, რომ ამ რესტორნების ქსელს  ვესტუმრე პირველად.  არჩევანი  გავაკეთე  „მირზაანზე,“ რომელიც  მდებარეობს ვაჟა-ფშაველას  გამზირზე, სამედიცინო  უნივერსიტეტის  მოპირდაპირე მხარეს.
რესტორნის ინტერიერი, ჩემი აზრით,  არის საკმაოდ  „უსახური“.  ფოტო-სურათები,  თბილისის  ხედებით, წარმოადგენს ამ რესტორნის ერთადერთ  დეკორატიულ ელემენტს. ფიროსმანის  რეპროდუქციები  არ ფიგურირებს, რომ არ ჩავთვალოთ  ქსელის ლოგოტიპზე  გამოსახული  ფიროსმანის „ტურფა“, ფრანგი მომღერალი  მარგარიტა დე სერვი, კათხა ლუდით ხელში.  მომსახურე პერსონალი  გამოირჩევა  თავაზიანობითა და მომსახურეობის  სისწრაფით.
„მირზაანში“ შემოგთავაზებენ  თავის დამზადებულ  ლუდს, გაფილტრულს, ნახევრად  გაფილტრულს და შავ ლუდს, ანუ პორტერს.  მე, არ ვარ ლუდის მოყვარული  და ამდენად, ვერ  შევაფასებ   „მირზაანული ლუდის“ ხარისხსა  და გემოვნურ თვისებებს.  იძახიან  ურიგო არ არისო.  იქვე  შეგიძლიათ მიირთვათ  „ადგილობრივი“ ჭაჭა  და  ჩამოსასხმელი  ღვინო.  
მენიუში,  ჩემი  ყურადღება მიიპყრო  კერძმა სახელწოდებით „ხრაშუნა“. მიმტანმა  ამიხსნა, რომ ეს არის  ლუდზე  მისაყოლებელი  კერძი.  „მარტო  ჩვენთან ამზადებენ“, დაამატა  მან.  „საფირმო ხრაშუნა“ აღმოჩნდა  ფრიტიურში (ზეთში) შემწვარი  თხელი ლავაშის  ნაჭრები.  ამ ინგრედიენტს  ხშირად იყენებენ  სალათებში  „კრუტონების“ (პორის ორცხობილა)  ნაცვლად.  მიმტანს გავუცრუე იმედი  და ავუხსენი, რომ  „ხრაშუნას“ ამზადებენ ბევრ რესტორანში და  სხვა კვების  ობიექტებში.
ლაზურ  ხაჭაპურს,  იშვიათად თუ შეხვდებით  ქართულ რესტორნებში, რადგან მისი  მომზადება  საკმაოდ  რთულია  და თვითღირებულება  უფრო მაღალია,  სხვა ხაჭაპურებთან  შედარებით.   „მირზაანში“ ლაზური  ხაჭაპური  აღმოჩნდა   მეგრული,   ოღონდ  ზევიდან  მოთავსებული სულგუნის დიდი  ნაჭრებითა და არა  გახეხილით.  ლაზური ხაჭაპური არის  ღია,  მრგვალი და   ყველის  სქელი ფენით (დაახლოვებით 3 სანტიმეტრამდე).  შიგთავსი შეიცავს  იმერულ  ყველსა და სულგუნს,  ათქვეფილ  კვერცხსა  და ერბოს.   მოკლედ, ლაზური  ხაჭაპური „მირზაანში“  ვერ  მივირთვი. არ შევჩერდები  ქაბაბზე და  მწვადზე რომელიც  იყო   ცუდი.
შემწვარ კალმახზე კი  შევაჩერებ თქვენს  ყურადღებას.  კალმახი, რომელიც  ღირდა 10 ლარამდე, იწონიდა მაქსიმუმ,  200  გრამს.  10 ლარს  კაცი აიტანდა თუ კი  თევზს მოაყოლებდნენ  გარნირსა  და რაიმე „მირზაანულ  სოუსს“ ან თუმდაც ლიმონს. მაგრამ,  კალმახი იმყოფებოდა  „სიმარტოვეში“,  ყოველგვარი  გაფორმების და თნმხლები  ინგრედიენტების  გარეშე.   ვურჩევდი,  რესტორნის მესვეურებს, შეეძინათ  კალმახი 300 – 350 გრამიანი. საქმე  წონაში როდია.  მოზრდილი  კალმახი,  არის უფრო ცხიმიანი და  შესაბამისად,  უფრო გემრიელი.  თევზი, რომელიც ბოლომდე ვერ მივირთვი, იყო  მშრალი და უგემური.
უნდა  ავღვნიშნო,  რომ  ბოსტნეულის სალათი, რომელიც შეიცავდა პომიდორთან და კიტრთან ერთად სტაფილოს, ბოლოკსა და სალათის ფოთლებს, იყო გემრიელი. ძალიან მოუხდა  კარგი კახური  ძმარი, მაგრამ  დავამატებდი ოდნავ  მაღალი ხარისხის კახურ  ზეთს.   ამის  წინათ, გავსინჯე  ნადუღი  პიტნით, ტარხუნითა და  კახური ზეთით.  იყო  არაჩვეულებრად  არომატული.  
„მირზაანით" ვერ დავრჩი  ბოლომდე კმაყოფილი. მომსახურეობა  მომეწონა, მაგრამ  სამზარეულო  „მოიკოჭლებს“.
„მირზაანმა“  მიიღო 3  News.ge ვარსკვლავი. 
 


სწორედ ამ მირზაანში ვიყავი დაახლოებით ერთი თვის წინათ. არ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს ხარისხზე ერთს ვიტყვი მხოლოდ, მეგობრები ლუდს და ხინკალს შევექცეოდით როცა მოულოდნელად სამზარეულოდან კაი მოსუქებული ვირთხა "გამოტასავდა". აუჩქარებლად გამოიარა ამოგვხედა და გზა გააგრძელა. ამის მერე არამგონია ამ ქსელის რომელიმე დაწესებულებაში მივიდე.


ეს ნიუს.გეს სტატიები ამ ბლოგისთვის ზედმეტად ზერელეა


გეტანხმებით. ღვინის ხარისხზე არაფერი არ თქმულა. ფასებიც საინტერესო იქნებოდა


ამას ალბათ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მაგათი ე.წ. "ადგილობრივი" ჭაჭა თბილისის ერთ-ერთი ღვინის ზაოდიდანაა შეძენილი და თვისად ასაღებენ, თუმცა მაგაზე მეტი არაფერი დარღვეულა ნეტა მაგათთან და საერთოდ სხვაგანაც... აბა მაგათზე რა უფლება მაქვს რომ ასეთი რამე ვთქვა, მაგრამ მცხეთის მახლობლად ორჯერ შეიტანეს სამზარეულოში თვის სიკვდილით მკვდარი სახედარი. ყველამ გაიგო და აღშფოთთა, მაგრამ მეორე დღეს ორი ომდენი კლიენტი იყო მიმწყდარი იმ ადგილს.


"ჭაჭას" რაც შეეხება, სულ სულ პირველად, როცა "მირზაანი" ვორონცოვის მოედანთან ახლოს გაიხსნა, საკმაოდ კარგი "ჭაჭა" ჰქონდათ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ქართულ სინამდვილეში, რამდენიმე თვის შემდეგ უკვე ესენციაზე დამზადებული არყის გემო ჰქონდა, ხოლო კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე "მირზაანში" ობის გემოც დაჰკრავდა. ამ ორი შემთხვევის შემდეგ "მირზაანში" "ჭაჭას" აღარ ვსვამ და საერთოდაც, უკვე ორი წელია ფეხი აღარ შემიდგამს. კაცია და გუნება. ვისაც მოწონს, იაროს.


მოსაწონი მანდ კაი ხანია აღარეფერი დარჩა. თავიდან ლუდიც ნორმალური იყო და ძირითადათ ლუდის გამო შევდიოდი. ალეკო მართალია სამწუხარო რეალობა გაუმჯობესების ნაცვლად ყველაფრის გაფუჭება.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.