Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ინდექსმა მოიმატა

წლევანდელი იანვარი იღბლიანი თვე აღმოჩნდა მათთვის, ვინც ფული ღვინოში დააბანდა. ერთ თვეში 100 საუკეთესო მარკის ვინტაჟური ღვინოების ინდექსი 3%-ით გაიზარდა. ყველაზე წარმატებული ამ მხრივ კი 2008 წლის მოსავლის Haut-Brionაღმოჩნდა. ამ ღვინის ფასი ერთ თვეში 11%-ით გაიზარდა და ერთი ბოთლი ახლა უკვე 3 000 გირვანქა სტერლინგად იყიდება.

სხვა ინდექსების მსგავსად, ამ მაჩვენებელთა გამოთვლაც  ბირჟაზე ხდება. Liv-Ex - The Fine Wine Exchangeეს არის მაღალი ხარისხის ღვინოების ბირჟა, რომელიც 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველთვიურად, საბირჟო გარიგების შედეგების მიხედვით ხდება ოთხი ძირითადი ინდექსის გამოთვლა. მართალია, ზოგმა ღვინომ პოპულარობა დაკარგა, მაგრამ მათი ფასის ვარდნა უფრო შეუმჩნეველი აღმოჩნდა, ვიდრე ლიდერ ღვინოთა ფასის ზრდა. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ამგვარ ინვესტიციებზე დიდი მოთხოვნაა. “საინვესტიციო მექაში” – დიდი ბრიტანეთში – ფულის დაბანდება ძალიან მოსახერხებელი და იოლია: უნდა მიმართოთ კონსულტანტს ღვინის საკითხებში, რომელიც შეგირჩევთ პორტფელს. საწყისი თანხა 2000 გირვანქა სტერლინგია, თუმცა ამ თანხით ფრთებს ვერ გაშლით, უკეთესი იქნება საქმეს 100 ათასით თუ დაიწყებთ. შემდეგ უკვე ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვეულებრივ ბირჟაზე: განაცხადი – გარიგება, ყიდვა – გაყიდვა. ღვინოებისთვის საგანგებო საცავებია მოწყობილი, საიდანაც შეგიძლიათ, ის არც კი გამოიტანოთ. საკომისიო გადასახადი სხვადასხვანაირია, მაგალითაც, კომპანიაVin-X მომსახურებაში პორტფელის ღირებულების 5%-ს იღებს. გარდა ამისა, არსებობენ რევიზორები, რომლებიც ამოწმებენ, შუამავლის საცავში იმდენივე ბოთლი ღვინო არის თუ არა, რამდენიც საბუთებშია მითითებული.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უფრო და უფრო ნაკლები ღვინო იყიდება – ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა კვლევითმა ჯგუფმა International Wine and Spirit Research. შეიძლება ამ ყველაფერმა ვინტაჟური ღვინოების ფასზე მოახდინოს გავლენა. მოკლედ, ღვინის ბაზარზე თამაშის სხვა წესებია. აქ მომხმარებელიც უფრო მეტად მომთხოვნია – მათ სურთ კონკრეტული წლის, კონკრეტული პროვინციის მოსავალი, უფრო მეტიც, კონკრეტული ვენახის ღვინო, რომელმაც წლების განმავლობაში შეიძლება თავისებური არომატი შეიძინოს.

არ არის აუცილებელი დიდი ხნის დაძველების ღვინო უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე ახალდაყენებული. მაგალითად, შეიძლება 2005 წლის ღვინო უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე 2008 წლის მოსავლისა. უმთავრესი ის არის, იმ წელს ყურძენი რა პირობებში დამწიფდა და, საერთოდაც, ამ სფეროში უამრავი თავსატეხი და ნიუანსი არსებობს...

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული