გამოქვეყნებულია: 27 სექტემბერი, 2012 - 11:06
საჭირო მასალა:
2 სკუმბრია
2 თავი ხახვი
250 მლ წყალი
6 ცალი მიხაკი
1 ჩ.კ. პილპილის მარცვლები
1/3 ჩ.კ. ბაჰარი
0.5 ჩ.კ. ქინძის თესლი
0.5 ჩ.კ. შაქარი
2 ჩ.კ. მარილი
2 ს.კ. ზეთი
3 ს.კ. ვაშლის ძმარი
მომზადება: სკუმბრია გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ. ავადუღოთ წყალი, დავუმატოთ ზეთი, სანელებლები და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ 1 წუთი. ჩავამატოთ ძმარი და გავაცივოთ. ალყა-ალყა დავჭრათ ხახვი, შევურიოთ თევზის ნაჭრებს, ჩავდოთ მარინადში და გავაჩეროთ 24 საათი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი