Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ბარ- ბარის“ რესტორანი ერეკლეს ქუჩაზე

„ჩიტმა  ამბავი მომიტანა“ რომ ერეკლეს  ქუჩაზე გაიხსნა  ახალი რესტორანი  დამაინტრიგებელი   სახელწოდებით  „ბარ - ბარი“. შევიტყვე  რომ ამ რესტორანში  სტუმრებს სთავაზობენ  ქარათული სამზარეულოს „fusion“ სტილში მოზადებულ კერძებს. ანუ, საუბარი არის „გათანამედროვებულ“ ქართულ კერძებზე  „ევრუპული  შესრულებით“.  გასაგებია, რომ საუბარი არ არის  მხოლოდ  გაფორმებაზე, არამედ კერძის „ევროპულ  ადაპტირებაზე,“  მისი ძირითადი გემოვნური  თვისებების  შენარჩუნებით.  სიმართლე გითხრათ, ვერ   დავადგინე  რესტორნის  დასახელების  ეტიმოლოგია, როგორც  ვერ მივხვდი  მისი მესვეურების  ჩანაფიქრს. ამან, სახელთან  დაკავშირებით ვარაუდის საშუალება მომცა. Bar  არის   საპორტო ქალაქი მონტენეგროში,  რომელიც  ბორანით უკავშირდება  იტალიურ ქალაქს  Bari -ს,  ეს  ძალზე  „თავისუფალი“  ვერსიაა.  
 
ინტერნეტიდან შევიტყვე,  რომ  არსებობს რესტორანი „Barbari“  თელავივში.  მოკლედ,  რესტორნის  სახელწოდების ისტორია ვერ დავადგინე. 
 
„ბარ-ბარის“  ინტერიერი  არის ძალზე დახვეწილი.  რესტორანს აქვს  ტერსა არაჩვეულებრივი ხედით.  მიმტანები არიან მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცები. ყოველ შემთხვევაში,  ჩემი სტუმრობის  დროს ასე  იყო.  მიმტანები იყვნენ ძალზე თავაზიანები  და  ყურადღებიანი. "მენიუ"  არ არის გადატვირთული.  რესტორანი სთავაზობს  სტუმრებს შერეულ, როგორც ქართულ,  ასევე  მსოფლიო სამზარეულოს კერძებს. 
 
ჩემი ინტერესის  საგანი  არის ქართული  კერძები.
 
ვუკვეთავ  ფხალის ნაკრებს ისპანახით, ჭარხლითა და ბადრიჯნით. ასევე  შევუკვეთე  ნიგვზიანი ბადრიჯანი  სოუსით. ძირითად  კერძად,  შევარჩიე  ქაბაბი  სიმინდის ლავაშში  და  მწვადი.
 
ფასები არის მაღალი.  ასე რომ, მზად  იყავით  დატოვოთ „ბარ-ბარი“- ში  50 – 80 ლარი  კაცზე.
 
სანამ  მოიტანეს ცივი  საუზმე, შევათვალიერე სერვირება. დანა-ჩანგალი და თეფშები არის  ნამდვილად  მაღალი ხარისხის. რესტორნის მესვეურებს  ჭიქებზეც  არ გაუწევიათ ეკონომია. ჩემთვის, ეს იმის მაჩვენებელია, რომ  სამზარეულო  აღჭურვილი უნდა იყოს მაღალ დონეზე.  
 
ფხალის ასორტი (ნაკრები)  იყო გაფორმებული   კარგად  და ორიგინალურად.  ფხალი იყო მოთავსებული პატარა  „მჭადუკებზე“  და  გახლდათ  გაფორმებული  ტყლაპისა  და სულგუნის ფირფიტების  სალტეებით.   გაფორმებასთან ერთად,  გემოც  იყო   საკმაოდ „გაევროპული“. მარილი თითქმის არ იგრძონობოდა, რომ არაფერი ვთქვათ წიწაკაზე.  სუნელების გემოს ინტენსიობა, აგრეთვე, იყო დაწეული.  ფხალის ტექსტურა  იყო  კარგი, მაგრამ  სუნელების  „განეიტრალების“ ფონზე  ჭარბობდა  ნიგვზის გემო.  ნიგვზიანი ბადრიჯანი  მოგვართვეს  ნიგვზის სოუსით. „ბევრი ნიგოზი“ ერთი  და იგივე კერძში. სოუსის დანიშნულება ვერ  გავიგე.  კენკრის სოუსი, ამ შემთხვევაში, იქნებოდა უფრო გამართლებული. 
 
ქაბაბი, რომელიც მოგვართვეს  სიმინდის  ლავაშში შეხვეული,   იყო გემრიელი.  იგრძნობოდა  ტრადიციული  გემო,  რომელიც  იყო  დაბალანსებული. მიმაჩნია  რომ  სიმინდის ლავაში, მზარეულის ერთ-ერთი   ყველაზე  წარმატებული მიგნებაა.  განსხვავებით  მექსიკური ლავაშისაგან („ტორტილია“), რომელიც არის  აგრეთვე დრეკადი და მზადდება, როგორც წესი,  პურის  ფქვილისაგან,  „ბარ - ბარი“-ს ლავაშს აქვს გამოკვეთილი  სიმინდის  ფქვილის  გემო. ვეჭვობ, რომ  რესტორნის  შეფ- მზარეული, პურის ფქვილთან ერთად, იყენებს  „პოლენტას“ (ყვითელი სიმინდის ფქვილი)  ან ძალიან  წმინდად  დაფქვილ  სიმინდის  ფქვილს.
 
მწვადი იყო მომზადებული ძალიან  კარგად. გამოირჩეოდა   რბილი ხორცითა  და მშვენიერი არომატით. მწვადიც იყო  გახვეული  სიმინდის ლავაშში.  ორივე შემთხვევაში   სოუსათ მოგვართვეს „კლასიკური საწებელი“.  აქ რესტორნის შეფ - მზარეულს აქვს   ფართო ასპარეზი შემოქმედებისათვის.  მაგალითად,  მაყვლის, ბაქმაზის (თეთრი თუთის  შესქელებული წვენი)  ან  შავი ღვინის  სოუსი.  
 
„ბარ - ბარი“-მ  დაიმსახურა  4  News.ge ვარსკვლავი.  
 
 


ძალიან საინტერესო რევიუა მაგრამ ავტორი რატომღაც ძალიან დამღლელი და ბრტყელი ენით წერს. საწვალებელი საკითხავია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული