Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახეთი 2023 წლის ღვინის საუკეთესო ტურისტულ მხარედ დასახელდა

Vinepair არის უმსხვილესი მედია კომპანია, რომელიც საინტერესო, შთამაგონებელ და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის ღვინის მოყვარულებს ალკოჰოლური სასმელის, მეტწილად კი ღვინის ტენდენციებისა და მიმდინარე საკითხების შესახებ. 26 აპრილს Vinepair-მა 2023 წლის ღვინის საუკეთესო მიმართულებები დაასახელა. პორტუგალიას, საფრანგეთს, ესპანეთსა და იტალიას შორის პირველი ადგილი საქართველომ, კახეთმა დაიკავა. 

როგორც ვკითხულობთ, წლევანდელ სიაში დიდი მომავლის ღვინის რეგიონების შესახებ წერენ, სადაც მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ. ამ მხარეებში ინოვაციებს, სიახლეებსა და იმ უნიკალურობას აღმოაჩენთ, რომლებიც მათ გამორჩეულს ხდის. პერუს უდაბნოსთან და ტეხასის მზიან სოფლებთან ერთად სტატიაში ხორვატიის ქვიშიანი სანაპიროებისა და საქართველოს შესახებაც ამოიკითხავთ, რაც ჟურნალის მკითხველს სამომავლოდ არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. კახეთი კი ამ ჩამონათვალში პირველად ადგილს იკავებს. 

ქარვისფერი და ქვევრის ღვინოები, დაბალი ინტერვენციის ღვინის წარმოების ტექნიკები - არ არსებობს კახეთზე უკეთესი ადგილი ქართული ღვინის უკეთ შესაცნობად, ის ქვეყნის მთავარი ღვინის მწარმოებელი რეგიონია. თუ ქარვისფერი ღვინის მოყვარული ხართ, ახლავე იყიდეთ ბილეთები საქართველოს მიმართულებით. სწორედ აქ აღმოაჩენთ ქვეყნის საკულტო ვაზის ჯიშებს, წითელ საფერავსა და თეთრ რქაწითელს, რომელთა ღვინოც ქვევრში წიპწებთან ერთადაა ფერმენტირებული და ძალიან მდიდარ, კომპლექსურ პროფილსა და საოცარ ფერს ქმნის” - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი ასახელებს აუცილებლად სანახავ მარნებსაც, სადაც სტუმრებს დეგუსტაციასთან ერთად ვენახების დათვალიერებაც შეეძლებათ:“ვაზისუბნის მამულს”, “კარდანახის ღვინის ქარხანა #1-სა” და “აკიდოს", ნატურალური მეღვინეობის მიმართულებით მკითხველს “ხოხბის ცრემლების” მონახულებასაც ურჩევს, დიდი ჯგუფებისთვის კი რეკომენდაციას უწევს ტიბაანში, Crazy Pomegranate-ში ვახშმობას: “მათთვის, ვინც ქართული უნიკალური სამზარეულოს უკეთ შესწავლას აპირებს, იდეალური იქნება კულინარიის მასტერკლასის დაჯავშნაც, რათა ხაჭაპურის გამოცხობის ხელოვნებასა და სეზონური კერძების მომზადეობას უკეთ დაეუფლოთ. თუ ფართო ისტორიული მამულების მონახულებაც გსურთ, მაშინ Lost Ridge-ში ან “წინანდლის მამულში” დარჩით. ჭავჭავაძის მუზეუმთან ერთად კი ალექსანდრე ჭავჭავაძის პირადი მარანიც დაათვალიერეთ, სადაც 1814 წლით დათარიღებული 15000 ბოთლი ღვინო ინახება”. სტატიას Wine Pair-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული