Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“წლევანდელმა საკონკურსო ღვინოებმა მოლოდინს გადააჭარბა” - IWSC-ის კონკურსის შედეგები ცნობილია

ელენე ცინცაძე

ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი კონკურსი უკვე მეორე წელია, რაც საქართველოში ტარდება. 1 დეკემბერს IWSC-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც საერთაშორისო ჟიურის წევრებმა მედალოსანი ღვინოები გამოავლინეს. მთლიანობაში კონკურსში მონაწილეობა 500-ზე მეტმა ღვინომ მიიღო 170 კომპანიიდან, მათ შორის იყო სომხური და აზერბაიჯანული ღვინოებიც. 

ჟიურის უხელმძღვანელა ღვინის მაგისტრმა, Cata d'Or-ის პრეზიდენტმა და United Cellars-ის გლობალურმა კონსულტანტმა ლისტერ კუპერმა, რომელსაც 8 საერთაშორისოდ ცნობილი ღვინის ექსპერტი და 5 ქართველი დიდოსტატი შეუერთდა. კონკურსზე 310 ღვინო დაჯილდოვდა, მათ შორის 18 ოქროთი, 70 ვერცხლითა და 220- ბრინჯაოთი.  ქართულმა ქვევრის ღვინოებმა 8 ოქროს მედალი დაიმსხურა, კონკურსის ყველაზე მაღალი ქულით დაჯილდოვდა “კარდანახი 1888-ის” წარაფი 2020. მსაჯებმა ღვინოს, როგორც გუშინდელ სტატიაში ვკითხულობთ, “სუპერ ვარსკვლავი” ღვინო უწოდეს: “ოქროსფერი ქიშმიშის, ახალგამომცხვარი ნამცხვრების, გარგრისა და ტკბილი სანელებლების სურნელება ძალიან მკაფიოდ იგრძნობა ღვინოში. მისი ხავერდოვნება და კომპლექსური არომატები მოხალული თხილისა და დაშაქრული ფორთოხლის ნოტებსაც მოგაგონებთ.” - აღნიშნავენ მსაჯები.

სალვატორე კასტანო ღვინის მაგისტრი და ამჟამად fiarwood-ის ღვინის “ბაიერია”, ის 2019 წელს ინგლისის მეორე ახალგაზრდა სომელიე, ხოლო 2021 წელს ევროპისა და აფრიკის საუკეთესო სომელიე გახდა. IWSC-ის ჟიურის წევრი საქართველოში უკვე მეორედაა, ჩვენთან საუბრისას სალვატორე აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილე ქართული ღვინის ხარისხი ამ ერთ წელიწადში საკმაოდ გაიზარდა: “წელს უკეთეს ხარისხთან ერთად უფრო მეტი მედალიც არის, მათ შორის ბევრად მეტი ოქრო და ვერცხლი. აქედან კარგად ჩანს, რომ ხარისხი მეტად იზრდება. მეღვინეები ძალიან ყურადღებით ისმენენ და, რაც მთავარია, აინტერესებთ ჟიურის აზრის. ქართულ ქვევრის ღვინოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით, ევროპაში. წელს და შარშან, მაგალითად, London Wine Fair-ზე ქართული ღვინის სტენდი იყო, სადაც ძალიან ბევრი ხალხი მიდიოდა. იტალიური, ფრანგული და ესპანური ღვინის მიღმა კიდევ უფრო მეტი რამ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ქართული ღვინის უკან დიდი ისტორია დგას, მთავარია, ხალხმა ის უკეთ გაიცნოს” - ამბობს სალვატორე. 

IWSC-ის დაჯილდოებაზე ვესაუბრეთ ინგლისის ტოპ 100 სომელიეს შორის გამარჯვებულ და Annabel’s London-ის ხელმძღვანელ ჯორჯიო იორდანიდის. ის IWSC-თან 4-5 უკვე წელია თანამშრომლობს, მათ შორის Decanter-თან და London Wine Competition-თან: “ძალიან მიხარია, რომ ამ უნიკალურ ღონისძიებაზე მივიღე მონაწილეობა, ღვინოები მართლაც შესანიშნავი იყო, ძალიან მომეწონა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა რქაწითელიმა და რქაწითელი/მწვანეს ბლენდებმა, ასევე ძირითადად 2019 წლის მოსავლის საფერავის ქვევრის რეზერვებმა, უმეტესესობა ღვინოებისა ძალიან კარგი იყო. ევროპაში ბევრი ქართულ ღვინოს amber wine-ს, ანუ ქარვისფერ ღვინოს ეძახის, რაც არ არის სიმართლე, ის მთლიანი ბაზრის 5%-ზე ნაკლებს წარმოადგენს. საქართველოში ყველანაირი ღვინის პოტენციალია და ვფიქრობ, მესიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გაჟღერდეს, სწორედ ეს არის, რომ საქართველო მხოლოდ ქვევრის ღვინის ქვეყანა არ არის. გასახარია, რომ აქ მეტი და მეტი ახალგაზრდა ღვინის მცოდნე იზრდება. იმედი მაქვს, ისინი მსოფლიოს უფრო აშკარად დაანახებენ, რომ საქართველო ისეთივე ღვინის ქვეყანაა, როგორიც იტალია ან საფრანგეთი.

წელს კონკურსზე 50-ზე მეტი სომხური ღვინო იყო წარდგენილი, მათგან დაახლოებით ნახევარი მედლებით დაჯილდოვდა, მათ შორის ერთი ვერცხლი და 20-ზე მეტი ბრინჯაოა. ეს სომხური მეღვინეობის პოზიტიურ ცვლილებებზე მეტყველებს. მსაჯებმა აღნიშნეს, რომ სომხური ძირძველი ჯიშისგან, არენისგან, დამზადებული ღვინოები განსაკუთრებით კარგი იყო.

კონკურსში ასოციაცია "ქალები ღვინის ინდუსტრიიდან" 13 ქალი მეღვინე მონაწილეობდა, მათგან 1-მა ოქრო დაიმსახურა, 2-მა ვერცხლი, 4-მა კი ბრინჯაო. აღსანიშნავია “ექიმის ბიო მარნის” 2021 წლის საფერავის ოქროს მედალი. ეს მეღვინეობა სულ რაღაც 3 წელია, რაც გამოჩნდა, წელს კი ღვინო პირველად გამოიტანეს კონკურსზე, თანაც, მხოლოდ ერთადერთი ბოთლი, სწორედ ის, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა. მარინა კაკიაშვილი-რუაძე გვიამბობს, რომ ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი იყო ეს გამარჯვება მისთვის: “ეს ტრადიციული ქვევრის ღვინოა, აბსოლუტურად ბიო მეთოდებით დამზადებული. მეტიც, ფილტრაციაც არ გაგვიკეთებია, რადგან ასე ღვინო მეტ ბუნებრიობას და არომატებს ინარჩუნებს.  კონკურსზე გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა და კეტი პოტენციალიც გააჩინა, ყველაზე დიდი ხელშეწყობა ჩვენთვის ის იყო, რომ IWSC საქართველოში ჩატარდა”. 

შეგახსენებთ, კონკურსი მომავალ წელს ისევ საქართველოში ჩატარდება, თუმცა ამჯერად მასში უკრაინული და მოლდოვური მეღვინეობებიც მიიღებს მონაწილეობას. ახლა კი ოქროს მედლის მფლობელ ღვინოებს გაგაცნობთ:

“კარდანახი 1888”, წარაფი, 2020.

“ბედობა” orange 2021. 

“მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, ქვევრი ხიხვი თაიგული 2019.

“მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, მუკუზნის ნაკრძალი, 2018.

“მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, ბრუტ რეზერვი, 2015.

“მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, საფერავის რეზერვი, 2013

“ლიონიძის ზვარი”, საფერავი (რეზერვი), 2019.

“ბადაგონი”, საფერავი კოშერი, 2018.

“ალაზანი”, წინანდალი, 2022.

ქართველი”, გვარიანი წინანდალი, 2022.

“საწნახელი”, კახური მცვივანი, 2020.

LTD Brica , ქისი ქვევრი, 2022.

“ასკანელი ძმები”, მუზა, 2019.

“უფლისციხის მამული”, გორული მწვანე, 2022.

“ვაზისუბნის მამული”, ქისი ქვევრი, 2021.

“ვარდიაშვილის საოჯახო მეღვინეობა”, საფერავი, 2021.

“ასკანელი ძმები”, კახური მწვანე ქვევრი, 2021.

“ექიმის ბიო მარანი”, რქაწითელი, 2021.

ჯილდოს მფლობელი ღვინოების სრულ ჩამონათვალს აქ გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული