Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქვევრის წარმოების საინტერესო გზა ამერიკელი მწერლის გადმოსახედიდან

folkway-ზე ქართული ღვინისა და ქვევრის ისტორიაზე წერენ. მელანი ჰამილტონი მკითხველს ვაზის ჯიშების და საქართველოს ისტორიის შესახებ უამბობს: "ქართული ღვინო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ვაზის ადგილობრივი ჯიშების კოლექციით. კვლევები ადასტურებს, რომ ეს არის უძველესი მეღვინეობის რეგიონი მსოფლიოში და დღემდე ინარჩუნებს უნიკალური და უძველესი მეღვინეობის ტექნოლოგიებს."

შემდეგ 2017 წლის აღმოჩენების შესახებაც საუბრობს: 2017 წლის შემოდგომაზე მეცნიერებმა უძველესი თიხის საღვინე ჭურჭელი აღმოაჩნეს. მას შემდეგ დამტკიცდა, რომ ქართული ღვინო 8000 წლისაა და საქართელო უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა, რაც ხშირად სადაო საკითხი იყო მის სამხრეთ მეზობელ სომხეთთან. ქვევრის უნიკალურობამ ბოლო დროს მოიპოვა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, იუნესკო აღნიშნავს, რომ „ღვინის მარანი კვლავ ითვლება ოჯახის სახლის წმინდა ადგილად“ და რომ ქვევრის ღვინის დამზადება „განსაზღვრავს ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების სტილს და მათი კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.“

შემდეგ ქვევრების შესახებ წერს, მათ ზომაზე, ფორმაზე საუბრობს, ყურადღებას ამახვილებს, რომ ღვინოს ქვევრი განსაკუთრებულ გემოს სძენს: "ქართულ ღვინოს ქვევრი უფრო ღრმა და სხეულიან გემოს სძენს, რაც განასხვავებს მათ სხვა ღვინოებისგან, რომლებიც თქვენს ადგილობრივ მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ."

შემდეგ ყანწებზე წერს და ამბობს, რომ ძველ პრაქტიკაში, ღვინის ამ რქებიდან სმა ითვლებოდა სიკეთისა და სიმდიდრის მომტანად. რქებიც ასევე აღიარებულია დღესასწაულის, სტუმართმოყვარეობის, ზეიმისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სადღეგრძელოს სიმბოლოდ.

ვკითხულობთ ქართული ღვინის ბოლო პერიოდის ისტორიაზეც: "ქართველებმა დიდი ხანი იბრძოლეს თავიანთი კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. მათი ხანგრძლივი ისტორიის უმეტესი ნაწილი სხვადასხვა იმპერიის გავლენის ქვეშ ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული, რომლებიც ქართული იდენტობის თითქმის ყველა ასპექტს საფრთხეს უქმნიდნენ. ვაზის კულტურა საბჭოთა მმართველობის დროს დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, როდესაც ქვეყნის მასშტაბით მოხდა სწრაფი, იძულებითი ინდუსტრიალიზაცია, რამაც სოფლის მეურნეობასა და სოფლის ცხოვრებას სერიოზული ზიანი მიაყენა."

ამ ძალისხმევების დროს — სტალინის ხუთწლიანი გეგმის ფარგლებში ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციისთვის 20-იანი წლების ბოლოს — ქვევრი ჩანაცვლდა ფოლადის ავზით. იმავდროულად, მყუდრო საოჯახო მარნები შეუერთდნენ ფართომასშტაბიან კოლმეურნეობებს, რომლებიც წყვეტდნენ, თუ რა ტიპის ვაზები შეიძლება გაშენებულიყო. "მრავალი იშვიათი ადგილობრივი ჯიში დაიკარგა, რომლებიც იქამდე კარგად ხარობდა და უკეთესად შეიძლებოდა მათი სარგებლისა და უნიკალურობის შენარჩუნება. ამ დანაკარგების მიუხედავად, დღეს საქართველო 500-ზე მეტ ადგილობრივ ვაზის ჯიშით ამაყობს — მსოფლიოს ჯიშების დაახლოებით 15% იმ ქვეყანას აქვს, რომელიც დასავლეთ ვირჯინიაზე მცირეა."

ავტორი საფერავზე, ქინძმარაულსა და რქაწითელზე წერს:  

  • საფერავი: ღრმა მეწამული, სავსე, სხეულიანი ვაზის ჯიშია, მკაცრი ტანინებით. ქინძმარაული ნახევრადტკბილი, მუქი ღვინოა, რომელიც ძალიან უხდება წითელ ხორცსა და ყველს. რქაწითელი: ქარვისფერი, მდიდარი არომატების მქონე ღვინოა, რომელიც განსაკუთრებით უხდება ქართულ კერძებს.

შემდეგ კი მელანი მკითხველს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, სტუმრობას ურჩევს: "აუცილებლად ეწვიეთ საქართველოს მთავარ მეღვინეობის რეგიონს — გემრიელი ღვინის, საინტერესო კერძების გასასინჯად, სადაც აუცილებლად ძალიან თბილად გიმასპინძლებენ. ესტუმრეთ "ტოგონიძეების ღვინის მარანს", გასინჯეთ ღვინოები "ალავერდის მონასტერში", სადაც სასულიერო პირები მონასტრულ მეღვინეობას მიჰყვებიან წლებია, ან გაემგზავრეთ დეგუსტაციებზე ნებისმიერ მარანში. კახეთი, რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარული ღვინის რეგიონია". სტატიას წაიკითხავთ folkway-ის ვებგვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



პირადად მე არ მიყვარს ქინძმარაული ხორცტან და ყველთან :)


დაკვირვებული ვარ სულ რომ პროფესიულად უმაღლეს დონეზე დაწერილი სტატია იყოს, უცხოელ ქართულ ღვინოზე თუ წერს, ყანწის არხსენების გარეშე არ შეუძლიათ. ყანწის დანახვაზე მე მგონი მუხლები ეკვეთებათ ტიპებს :)


დაკვირვებული ვარ სულ რომ პროფესიულად უმაღლეს დონეზე დაწერილი სტატია იყოს, უცხოელ ქართულ ღვინოზე თუ წერს, ყანწის არხსენების გარეშე არ შეუძლიათ. ყანწის დანახვაზე მე მგონი მუხლები ეკვეთებათ ტიპებს :)


უცხოელები ყანწის ხსენების გარეშე ქართულ ღვინოზე ვერ წერენ :)))

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული