Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოსპის წვნიანი პიტნით

საჭირო მასალა: 130 გ წითელი ოსპი, 1 ს.კ. ფქვილი, 50 მლ ზეთი, 1 ს.კ. კარაქი, 2 ს.კ. ტომატპასტა, 1,5 ლ წყალი, 1 ჩ.კ. მშრალი პიტნა, წიწაკა, მარილი, ლიმონის წვენი – გემოვნებით.

მომზადება: ოსპი გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. ვხარშოთ დაახლოებით 30-40 წუთი. როდესაც ოსპი მოიხარშება, ცეცხლზე დავდგათ პატარა ქვაბი ზეთითა და კარაქით. როდესაც კარაქი ჩადნება, დავუმატოთ ფქვილი და 1 წუთი ვშუშოთ. ნარევი არაჟნის კონსისტენციის რომ გახდება, დავუმატოთ ტომატპასტა და განვაგრძოთ შუშვა. 2 წუთში დავუმატოთ წიწაკა და პიტნა და 2-3 წუთი ვშუშოთ. მოშუშული ინგრედიენტები დავუმატოთ მოხარშულ ოსპს, მოვაყაროთ მარილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. 3-5 წუთის დუღილის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ და დავაწუროთ ლიმონი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.