გამოქვეყნებულია: 21 ივნისი, 2016 - 23:55
მუხრანის ველზე მოყვანილი და გვიან დაკრეფილი ფრანგული ჯიშიდან, სოვინიონ ბლანიდან დაყენებული ღვინოა. ნახევრადტკბილი. ელვარე ოქროსფერია, პირველივე სურნელებში ტკბილია, დაშაქრული თხილისა და ბუსტუღის რახათ–ლუქუმის არომატებით. გემოზე ძალიან რბილია, აქ კიდევ უფრო მკვეთრად გამოდის წინა პლანზე დაშაქრული თხილი, გოზინაყი. ზოგიერთს სოტერნს თუ არა, მონბაზიიაკისა და ლუპიაკის ტკბილ ღვინოებსაც გაახსენებს. დალიეთ კარგად ჩაციებული, დესერტზე ან ხილთან.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი