Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„დაიკიდე შესანიშნავი სამეული - წითელი, თეთრი, ვარდისფერი. გასინჯე ახალი ფერი, ნარინჯისფერი“

ამასწინათ ინტერნეტ-გამოცემა Quartzy-მ სახალისო პუბლიკაცია მიუღვნა თანამედროვე ღვინის ტენდენციებს. სტატიას ასე ჰქვია: „ღვინოს უკეთესი გემო აქვს, როცა მისი დალევისთვის მზადა ხარ ყველა წესი დაარღვიო (დაასამარო)“ (Wine tastes better when you ditch the rules for drinking it).

ტექსტის ავტორი როზი სპინქსია და იგი თავისი რჩევების წყაროებსაც ასახელებს წერილში.  როზი ღვინის მოყვარულებს მოუწოდებს, რომ ღვინის დალევისთვის ყველა სტერეოტიპი დაარღვიონ და მხოლოდ სიამოვნებაზე იფიქრონ. მაგ. პირველი მოწოდება ასე ჟღერს, „დალიე ქილის ღვინო“. ლუდი და პეპსი რომ ასხია, ისეთი შეფუთვა იგულისხმება. თან ასე ჩაციებული ღვინო უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიგრილეს და ზაფხულში, ზღვაზე მისწრებააო.

„ჩააციე წითელი“ - ო, ღმერთებო, აი მკრეხელობა ეს არის თუ არის. თუმცა ავტორი იქვე აზუსტებს, ძალიან ბევრი წითელი ღვინოა, რომელიც მშვენივრად იტანს ჩაციებას.

„თვითმფრინავში ღვინო დალევამდე აუცილებლად შეანჯღრიეთ“ - სცადეთ, კარგი რჩევაა.

„დაიკიდე შესანიშნავი სამეული - წითელი, თეთრი, ვარდისფერი. გასინჯე ახალი ფერი, ნარინჯისფერი“ - იო! აქ ჩვენ ვიგულისხმებით, ქართული (კახური და სხვა რეგიონების) ქვევრის ქარვისფერი, ჭაჭაზე დავარგებული ღვინოები და ყველა ამ სტილის ღვინო მსოფლიოში.

„ჩააგდე ყინული ღვინოში“ ან „კარგად ჩააციე“ - მოგეხსენებათ, თბილ ღვინოში რომ ყინულებს ჩაყრი, ყინული მაშინვე გადნება და ღვინო წყალწყალა გახდება, ამიტომ უცებ ჩაციებაც (მაგ საყინულეში, ყინულიან-წყლიან სათლში და ა.შ.) კარგი ხერხიაო, ამბობს ავტორი.

„დალიეთ უცხო, უცნობ და უცნაურ ადგილებში მოწეული ყურძნიდან დაყენებული ღვინო“ - აქ ისეთი ღვინოები იგულისხმება, რომელზეც ყველა ღვინის სნობი ცხვირს აიბზუებდა. მაგ. ონის რაიონის მაღალმთიან სოფლებში დაყენებული ძელშავი, ლენტეხური ცოლიკოური, ბაზალეთის ტბის ჩინური, ბაკურიანის ალიგოტე, ნუცუბიძის პლატოს რქაწითელი. ანდა ბოლოსდაბოლოს, ღვინ(ავ) შვანთე! :)

© ღვინის კლუბი/vinoge.com



მალე ალბათ ახალი სტატიებს ვიხილავთ სათაურით "დაიკიდე წითელი, თეთრი, ვარდისფერი და ქარვისფერი, გასინჯე ახალი ფერი - ცისფერი".


ეს კაცი დრაკულას თვალებით რატომ გვიყურებს?


ამას შევსვამ და მოგხედავთო. კი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.