Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ომის გავლენა ევროპულ მეღვინეობაზე

უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან არაერთი სახის ეკონომიკური სანქცია მოჰყვა. როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი კი უკრაინისა და ლტოლვილების დახმარებას განაგრძობს, რაშიც ღვინის სფეროს წარმომადგენლებიც ჩაერთნენ და სამომავლოდაც ბევრი აქტივობა იგეგმება. ამის ფონზე ომი, ჩაკეტილი ბაზრები, სანქციები ევროპული ქვეყნების მეღვინეობაზეც აისახება.

Vinitaly საერთაშორისო ღვინის კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად, აპრილის თვეში ქალაქ ვერონაში იმართება. რამდენიმე კვირაში კი პანდემიური შეზღუდვების შემდეგ პირველად განახლდება. ეს ღონისძიება განსაკუთრებით იტალიური ღვინის შეძენაზე, გაყიდვასა და პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული. ამის შესახებ სტატია ფორბსის გვერდზეც გამოქვეყნდა.

იტალიელი მეღვინეების განწყობას, გარდა პანდემიური შეზღუდვებისა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა და განვითარებული მოვლენები აფუჭებს, - აღნიშნავს სტატიის ავტორი კეტი ჰაიგი (Cathy Huyghe), რომელიც ღვინის ინდუსტრიაზე წერს. ეს არამხოლოდ ღონისძიებას, არამედ თავად ვერონას მოსახლეობასაც ეტყობა.  

გარდა ადამიანური სოლიდარობისა, რომელიც საზოგადოებაში იგრძნობა, უკრაინა იტალიისთვის სხვადასხვა ნედლეულის მიმწოდებელია. კავშირი ამ ორ ქვეყანას შორის იმდენად ახლოა, რომ სოციო-პოლიტიკურ ასპექტს სცდება და ადამიანების პირად ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

იტალიაში ომამდეც ბევრი უკრაინელი ცხოვრობდა. ახლა კი ქვეყანა დიდი რაოდენობით უკრაინელ ლტოლვილებს იღებს. ისინი, ვინც ვერონაში ღვინის ფესტივალს ადრეც სტუმრობდნენ, მიხვდებიან,  რომ მათთვის ნაცნობი პორტი ახლა ბუფერული ზონაა, სპეციალურად ლტოლვილთათვის განკუთვნილი.

რეგიონში სოლიდარობის არაერთ მაგალითს შევხვდებით. მაგალითად, ვენეტოს რეგიონის ერთ-ერთმა მეღვინემ საკუთარი სახლი 50 უკრაინელ ლტოლვილს დაუთმო. მისი კომპანია ექსპორტს 140 ქვეყანაში, მათ შორის უკრაინასა და რუსეთში, ახორციელებს. 2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა, ამ კომპანიამ დიდი ზარალი განიცადა.

იტალია რუსეთისთვის ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, ბაზრის 30%-ს ის ამარაგებს. 2019 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იტალიამ თითქმის 90 000 ტონა ღვინო გაიტანა რუსეთში, რაც დაახლოებით 120 მილიონი ბოთლია, ღირებულება 302 მილიონ ევროს შეადგენს.

იტალიაში არაერთი ორგანიზაცია უკრაინის დასახმარებლად ფინანსების მოძიებას განაგრძობს. ასევე, ლტოლვილებისთვის საცხოვრებლის, სამუშაოსა და საკვების შეთავაზებას. ამ ყველაფერში ღვინის სფეროს წარმომადგენლებიც აქტიურად არიან ჩართულები.

უკრაინაში მიმდინარე ომმა ესპანური საკვებისა და ღვინის ფასებზე დიდი გავლენა იქიონია. ფასების ზრდა იმანაც გაამწვავა, რომ ესპანეთში სატვირთო მანქანების მძღოლები გაიფიცნენ. თუმცა, პრობლემის მთავარი მიზეზი უკრაინიდან ნედლეულის მიწოდების შეწყვეტაა. ესპანური ღვინის ფედერაცია (FEV) მეღვინეებს აფრთხილებს, რომ ეს კრიზისი პანდემიამაც განაპირობა.  

მოსალოდნელია, რომ ერთი ბოთლი ღვინის ღირებულება 14%-ით გაიზრდება. მონიკა პენასის, Velverty Wines-ის მფლობელის თქმით, ყველანაირი ნედლეულის ფასი გაიზარდა, იქნება მინა თუ ღვინის სხვა ატრიბუტებისთვის საჭირო მასალა. შეფერხებებია პროდუქციის მიწოდებაშიც. ის ასევე ამბობს, რომ ეს განსაკუთრებულ გავლენას საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობაზე იქონიებს, ამიტომ აუცილებელია ადგილობრივ ბაზარზე კონცენტრირება.

მონაცემები აჩვენებს, რომ ფასების ზრდა მომხმარებელზეც გადანაწილდება. ესპანეთის პრემიერი ამის შესაჩერებელ კონკრეტულ ნაბიჯებს აანონსებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.