ალეკო ცქიტიშვილი - 29 აპრილი, 2015 - 23:45
მეც ვერ დავეთანხმები ზოგიერთ მოსაზრებას. ნაცრით თუ დაავადდა ვენახი, შემდგომ "მისხურებას" რაღა აზრი ექნება. ამდენად, ხშირად მნიშვნელოვანია პრევენცია და არა მკურნალობა. გარდა ამისა, არ ვიცი, რატომ დამრჩა ეს შთაბეჭდილება, მაგრამ პატივცემული ჟან ვიშელი რაღაც სქემებით ლაპარაკობს. ბიომევენახეობაში კი სქემები არ ამართლებს. აქ ვენახთან, მცენარესთან ინდივიდუალურ ურთიერთობას, მევენახის ალღოს და სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულ გადაწყვეტილებებს აქვს დიდი მნიშვნელობა და არა სქემებს. მევენახეს უნდა ესმოდეს ვაზის ენა. ეს არის მთავარი.
amirani - 27 აპრილი, 2015 - 14:55
ვერ დავეთანხმები ჟან ვიშელ ფერმმ-ნანდეს --- იგი ელოდება ვაზის დაინფიცირებას შემდეგ მკურნალობს.. ვაზის შეწამვლა ძირითადათ პროფილატიკაა. თუ დაავადდა ძნელად იკურნება მით უმეტეს სპილენძით დ გოგირდით.
შალვა - 26 აპრილი, 2015 - 21:44
საინტერესო სტატიაა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ ვენახის ხშირი მეთვალყურეობაა საჭირო. ჯერ უნდა დაავადდეს და მერე ვუმკურნალოთ. თუ არამიზნობრივად შევასხურეთ , მაშინ შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ
Nana - 25 აპრილი, 2015 - 16:25
სტუდენტობისას ჰემინგუეის და რემარკის გავლენით კონიაკი მიყვარდა, ნება-ნება ვსვამდი ხელებში გამთბარი სირჩიდან ბლანტ, ქარვისფერ სითხეს. როცა სასა არომატს სრულად აიკრავდა, მაშინ ვასრულებდი ყლუპს... ჩაჰყვებოდა თავდახრილი სიცხე და არომატი, სადღაც შუაში ამოტრიალდებოდა, ცეცხლს დაანთებდა, არა, ბრიალას კი არა, ნელს, დინჯს, ზომიერს. მერე ამ ცეცხლის სითბო მთელს სხეულს დაუვლიდა და გაირინდებოდა მომდევნო ყლუპის მოლოდინში.
კარგა ხანია აღარ ვსვამ კონიაკს... ახლა იმ სასიამოვნო ცეცხლის ნაცვლად სუფთა ფიზიოლოგიური რეაქცია მაქვს, - კუჭი ლეკვივით მოიკუნტება და კრუსუნს იწყებს.
შავი და წითელი ღვინო მიყვარს, ვერევი, მერევა, ვფლირტაობთ...ყველაზე ცოტა, კვირაში ორჯერ... წელწაწყვეტილ ლამაზ ბროლის ბოკალში, ცერად დახრილს ბოთლის პირს რომ დაატოლებ,
ზანტად ჩამოღვრილ სითხეს ბოკალში ამოალივლივებ, ნაგვერდით, წრიულად, შუქზე გახედავ, პირს მიაზმანებ, შეისუნთქავ და მიწის, მზის, ვაზის თაიგულს ერთად შეიგრძნობ.
პირველი ყლუპი მთელი რიტუალია... პირველმა ყლუპმა უნდა გადაწყვიტოს, მეორედ იყიდი, თუ არა იგივე ღვინოს.
პირველი ყლუპი განაჩენია!
მერე ნელი-ნელ სვამ, არომატს იპარავ, გემოს ენით მალავ... სადღაც გულისგულიდან წამოსულ სითბოს უღიმი და ისევ გწყურია...
ბევრჯერ ვყოფილვარ ღვინის დაჭაშნიკებაზე და მინდა გითხრათ, ახალი ღვინის დაჭაშნიკება ჩემთვის ვეებერთელა სიამოვნებაა.
ნინო - 25 აპრილი, 2015 - 13:49
ბევრი რამ შენგან გავიგე ამ ლექციით, ვანო. მადლობა! კარგი შვილი ხარ!
Anonymous - 23 აპრილი, 2015 - 22:56
ალავერდის მონასტრის მარნის ღვინო სად შეიძლება შევიძინო?
ნინო - 23 აპრილი, 2015 - 10:59
მადლობა ბატონ ლადოს თანადგომისათვის, რაც პროფესიონალურად და, თან, ძალიან უბრალოდ, მეგობრულად შეუძლია გაუწიოს ღვინით თუ ნებისმიერი ცხოვრებისეული თემით დაინტერესებულ ადამიანს. ღვინოში ამხელა რეგალიების მქონე ქართველის ფსიქოანალიტიკური უნარი, კიდევ, საუბრის სხვა თემაა . . .
მადლობა "ღვინის კლუბს"!