Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყვარლის კოშკმარანი

გიორგი ბარისაშვილი

კიდევ ერთი კოშკმარანი, რომლის შესახებაც ჩვენ მცირეოდენ ცნობას მოგაწვდით, ცნობილია სისონაანთ კოშკის სახელწოდებით და მდებარეობს ქალაქ ყვარელში, ვაჟა ფშაველას 12-ში მცხოვრები ბადრი სეფაშვილის კარმიდამოში. ძეგლი თავისი არქიტექტურული სტილით ძალიან გავს ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში მდებარე კოშკს. ამჟამად ძეგლი ძლიერაა დაზიანებული. მარანი თითქმის მთლიანადაა დანგრეული.

შემორჩენილია ქვითკირის დაზიანებული საწნახელი და საწნახლის ბაქანი, რომელშიც დატანებულია ტკბილის სადინარი სპილენძის საკმაოდ მსხვილი მილი.

ახლო წარსულში მარნიდან ქვევრები მთლიანად ამოუღიათ და წაუღიათ. სამსამრთულიანი კოშკი და მარანი ერთ მთლიან ნაგებობას წარმოადგენს და ერთი საერთო საძირკველი აქვთ. კოშკის მეორე და მესამე სართულებს ქონდათ აივნები. კოშკი თავდაცვითი ნაგებობაა და მას აქვს არაერთი სათოფური. კოშკმარნის გალავნის მოზრსდილ ქვაზე გვხვდება წარწერა, რომელიც გვამცნობს, რომ ამ ადგილას 1847 წლის თიბათვის 18-ში გავრცელებულა „ხორველა“ (ქოლერა). სამწუხაროდ ინფორმაცია კოშკმარნის ამშენებელზე და სხვა დეტალებზე არ მოგვეპოვება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული