Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შოკოლადის კექსი არაქისის პასტით

საჭირო მასალა: 100 გ კარაქი, 100 გ მწარე შოკოლადი, 30 გ შაქარი, 3 კვერცხი, 50 გ ფქვილი, 2 გ გამაფხვიერებელი. გულსართისათვის 130 გ არაქისის პასტა, 50 გ შაქრის პუდრა.

მომზადება: ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსზე. ორთქლის აბაზანაზე დავადნოთ შოკოლადი და კარაქი მინიმალურ ტემპერატურაზე მუდმივი მორევით და გადმოვდგათ ცეცხლიდან. კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ და თანდათანობით შევურიოთ შოკოლადის მასას. დავუმატოთ ფქვილში შერეული გამაფხვიერებელი და კარგად ავურიოთ. გულსართისათვის - არაქისის პასტა გავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად. კექსის პატარა ფორმებს წავუსვათ კარაქი, ჩავდოთ თითო კოვზი ცომი, შემდეგ თითო კოვზი გულსართი და ისევ ჩაის კოვზით ცომი. ცხვება 7 წუთის განმავლობაში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული