გამოქვეყნებულია: 30 ნოემბერი, 2008 - 15:24
ახალგაზრდა მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ კარგად, ჩავყაროთ ქვაბში და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები, ნივრის კბილები. როცა ხორცი კარგად მოიხარშება, შევაზავოთ მარილით. ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე, ზევიდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
თემა:
მემგონი არსად წერია რო წვნიანია, შესაბამისად თათარიახნი გამოირიცხა :) არც ის წერია, რო მწვანილი ხარშვისას უნდა დავამატოთ. მხოლოდ დაფნის ფოთოლზე, შავ პილპილზე და ნივრის კბილებზეა ლაპარაკი. ასერომ, ხაშლამაა მა რაა? :)
თან გაითვალისწინეთ, რომ ესაა ხაშლამის მხოლოდ ერთ–ერთი ვარიანტი.
თქვენი კომენტარი