Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინით მკურნალობის ხალხური ტრადიციები საქართველოში

მედეა ბურდული  

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ერთ-ერთ უძველეს ნატურალურ სამკუნალო საშუალებად საქართველოში ყურძნის ღვინო ითვლებოდა. ცნობილია, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართველმა ხალხმა შექმნა მევენახეობა-მეღვინეობის ორიგინალური კულტურა (ჩიტაია, 2001:137). მევენახეობას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული, რომ ქვეყნის მთად და ბარად  დაყოფა მისი გავრცელების არეალზე იყო ორიენტირებული (ვახუშტი ბაგრატიონი, 1973). ვაზი იყო საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წყარო, ამიტომ შემოსეული მტერი პირველ რიგში ვაზს ჩეხავდა ქვეყნის დასაუძლურებლად. ვაზის კულტთან, ჭურის თავთან და მარანთანაა დაკავშირებული საკრალური ხის მიტოლოგიური სახე საქართველოში (Бардавелидзе1957: abakelia, 1997: 112). შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ წმინდა ნინო ვაზის ჯვრით ხელში უქადაგებდა ქარტველები ქრისტეს რჯულს, ხოლო ერთი ქართული ლეგენდის მიხედვით, რმერთმა ადამიანი  ვაზის ცრემლებით მოზელილი მიწისაგან შექმნა ვენახის მოსავლელად (შამანიძე, 1973: 30). ისიც ცნობილია, რომ ძველ ცივილიზებულ სამყაროში, სადაც კი არსებობდა ვაზის კულტურა, ღვინის სამკურნალოდ გამოყენებას უძველესი ტრადიცია აქვს. Hჰომეროსი ,,ილიადაში" იხსენიებს ორ მეომარ ექიმს - მახაონსა და პალადირს, რომლებიც დაჭრილებს ღვინოს ასმევდნენ, აგრეთვე ღვინით უმუშავებდნენ ჭრილობებს (სალუქვაძე, 1987: 371).

ცნობილი რომაელი ექიმი კლავდიუს გალენი (201-131წწ. ჩვ. წ. აღ-მდე) დაჭრილი გლადიატორების სამკურნალოდ ღვინის ხსნარში დასველებულ საფენებს იყენებდა (სიხარულიძე, 1979: 92).

Bბუნებრივია, რომ ვაზისა და ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, საქართველოშიც, ღვინის სამკურნალოდ გამოყენების ტრადიციას საუკუნოვანი ფესვები გააჩნია, რასაც ადასტურებს როგორც ეთნოგრაფიული მასალა, ისე წერილობითი წყაროები. Uნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართულ ხალხურ მედიცინაში ღვინით მკურნალობა მევენახეობის გავრცელების ზოლშია მოქცეული, თუმცა ვაზის კულტურა არც მთის მოსახლეობისთვის იყო უცხო - მათ ბარში ჰქონდათ ვენახები - ,,ხატის ვენახები" (თოფურია, 1984: 30; 60-75).

ქართულ ხალხურ მედიცინაში ღვინოს მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა. იგი გამოიყენებოდა როგორც პროფილაქტიკური, მასტიმულირებელი და სამკურნალო საშუალება მრავალი სხვადასხვა სახის (ბავშვთა ასაკში გავრცელებული ზოგიერთი სახის დაავადებების - ,,სიმჭლე", ,,საყმაწვილო"; გინეკოლოგიური, ტრამვული, თერაპიული და სხვ.) დაავადებათა სამკურნალოდ, როგორც ცალკე ისე სხვა ინგრედიენტებთან (რთული შემადგენლობის წამლებში) ერთადაც. Aსევე მრავალფეროვანია ღვინით მკურნალობის სპექტრი ძველი ქართული სამედიცინო ხელნაწერების მიხედვითაც (ქანანელი, 1940: ,,წიგნი სააქიმოÁ", 1936; ბაგრატიონი, 1985; ფანასკერტელ-ციციშვილი, 1988).

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ღვინოს მცირე დოზებით აძლევდნენ ადამიანს უმადობისა და სისუსტის დროს. უძველეს წერილობითცნობას, ღვინის ბიოგენური სტიმულატორად გამოყენების შესახებ ვხვდებით V საუკუნის ლიტერატურულ ნაწარმოებში - ,,შუშანიკის წამება". Iაკობ ხუცესი სთხოვს შუშანიკს, რომ მან საკვებად ღვინოში ჩამბალი პური მიიღოს. ,,....მაშინ მივიღე მცირედ ღვინო და პური. Dდავალბე და მცირედ გემოÁ იხილა" (იაკობ ცურტაველი, 1986: 47.).

წინამდებარე სტატიაში მიზნად დავისახეთ ხალხური (ემპირიული) და ტრადიციული (კარაბადინების) სამედიცინო ცოდნის ეღთმანეთთან შედარება. ცნობილია, რომ კარაბადინები ქართველ ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, ფართოდ იყო გავრცელებული მათი ხელნაწერი ვარიანტები. შაველე ეთნოგრაფიული კვლევის დროს არა ერთი ,,ბებიის ნამზითვი" კარაბადინი დავამოწმეტ მოსახლეობაში. Aმიტომ, ვფიქრობთ მეტად საინტერესოა შედარებითი ანალიზის გაკეთება თუნდაც ერთი კონკრეტული სამკურნალო საშუალების (ღვინის) მაგალითზე.

თუ ღვინის სმის კულტურას, მის სამკურნალოდ გამოყენების ხალხურ ცოდნასა და გამოცდილებას შევადარებთ კარაბადინებში აღწერილ ცნობებს, საინტერესო სურათს მივიღებთ: ეთნოგრაფიული მასალიდან ჩანს, რომ ხალხი ღვინის სასარგებლო თვისებებთან ერთად, მისი გადაჭარბებული სმის შედეგად გამოწვეულ  უარყოფით მხარეებზეც ამახვილებს ყურადღებას, -,,გადამეტებული ღვინის სმა და ლოთობა თავად იწვევს სხვადასხვა დაავადებებს"-ო. იგივე თვალსაზრისია გატარებული კარაბადინში: ,,....თუ კაცი ცოტასა სვამს და ზომიერსა, კაცსა კარგა დააშუნდების, თუ კაცი ბევრსა სვამს მოწედ აწყენს და კაცი ღვინის თრიაქი  (ლოთი) შეიქმნების" (ბაგრატიონი, 1985: 185.). ან ,,მაგრა თუ კაცი ბევრსა ღვინოსა სვამს, კაცსა აწყენს და ღვიძლს დაუკოდს, თავსა და ხელებს აუთრთოლებს, თუალთა ცრემლსა და წუწსა მოადენს" (ბაგრატიონი, 1985: 185.). სამკურნალო წიგნში ვკითხულობთ ,,რასაცა კაცსა ანდაზითა ღუინო ესუას და თავი შეენახოს მისგან, სიმრთელე ჰქონდეს. თუ მერმე დაიწყოს ჭარბობა ღუინისა იმა ანდაზაზედა, რაცა პირველად სიმრთელე ყოფილიყოს, ისი ყუალა სენად და სნებად შეექნას" (ფანასკერტელ-ციციშვილი, 1988: 773.).

ღვინისა და ალკოჰოლის მომეტებული მიღებისაგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბიბლია, რომლის მიხედვითაც ღვინის უზომოდ  სმამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი სხვადასხვა დაავადება  და  სიკვდილიც  კი (რასელ თომსენი, 1991: 88-91.). თუმცა  იქვე დიდი ადგილი აქვს დათმობილი აგრეთვე ალკოჰოლის (ღვინის), ,,სამკურნალო მიზნებისათვის გამოყენებას და სათანადო რეკომენდაციებს. როგორც წამალი, ალკოჰოლი სწორადაა ,,გამოწერილი" ბიბლიაში (რასელ თომსენი, 1991: 91-92.).

 ენოთერაპიული მკურნალობა ძველ საქართველოში სხვადასხვა ფორმით გამოიყენებოდა. Kკარაბადინების მიხედვით სხვადასხვა დაავადებების დროს ღვინო განსხვავებული წესით გამოიყენებოდა: ,,ღვინითა შეზილოს" (მაგ. მალამომ. ბ.), ,,ღვინითა დაალბოს", ,,ღვინო წყალსა გაურიონ", ,,ორთქლი ღვინისაÁ", ,,ცოტაი ღვინო დიდსა წყალსა გაურიონ" და სხვ.

ანალოგიურია ღვინის სამკურნალოდ გამოყენების გზები ხალხურ მედიცინაშიც. Mმკურნალობენ სუფთა ღვინით, წყალგარეული ღვინით, ღვინის ორთქლით-ინჰალაციით, ღვინოზე ცივად შეზელილი წამლით. ზოგიერთ დაავადებას, მაგ: ტრავმულს (ჭრილობა, მოტეხილობა დამწვრობა და სხვ.) ალკოჰოლიანი ღვინით მკურნალობდნენ, ზოგიერთს კი (ბავშვთა, გინეკოლოგიური, თერაპიული) ,,დადაღული" ან ,,მოხარშული" ღვინით. ხალხის დაკვირვებით ასეთი ღვინო სიმაგრეს (ალკოჰოლს) კარგავს, სხვა ყველა სასარგებლო თვისებას კი ინარჩუნებს. ,,დადაღული" ღვინო მარტივი შემადგენლობის წამალია. ( თუ იმას არ ჩავთვლით, რომ თავად ღვინო არის მეტად რთული შემადგენლობის). ღვინოში ჩააგდებდნენ ნაღვერდალს, მისი ჩაქრობის შემდეგ ნახშირს გადააგდებდნენ, ხოლო ღვინოს დაალევინებდნენ წამლად. ,,მოხარშული" ღვინო კი რთული წამლის შემადგენელი კომპონენტია, იგი არის ძირითადი ნივთიერება, რომელშიც სხვადასხვა დანამატებს ურევენ (დაავადების ხასიათიდან გამომდინარე).

აღსანიშნავია, რომ ხალხურ მედიცინაში უპირატესი გამოყენება შავ ღვინოს აქვს, მას უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს მიაწერენ. Kკარაბადინების მიხედვით კი სამკურნალოდ ყველანაირი ღვინო გამოიყენებოდა, უფრო კი ,,ძუელი ღვინო".  ,,წიგნი სააქიმოÁს" მიხედვით სამკურნალო წამლები მზადდებოდა - ,,ძუელითა ღვინითა", ძნელისა  ღვინისა ძუელისა", ,,ღვინოÁ ესეი ყველაÁ", ,,ყოველითა ღვინითა", ,,ძალიანისა ღვინისა", ,,კარგსა ღვინოÁსა", ,,ღვინოისა წყალრეულსა".... და სხვ.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის კარაბადინში ვხვდებით ღვინოზე შემზადებული წამლის სხვადასხვა ფორმებს - მალამოს, ნახარშ წამალს, შესანახ აბებს, - რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში წყალში გახსნილს აძლევდნენ ავადმყოფს. ხალხურ მედიცინაში კი შესანახი აბების დამზადების ტრადიცია არ არსებობდა.

განვიხილოთ ღვინის სამკურნალოდ გამოყენების ტრადიცია და მსგავსება-განსხვავება ხალხურ და წერილობით (კარაბადინების) მედიცინას შორის ზოგიერთი დაავადების მკურნალობის მაგალითზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტრავმულ დაზიანებათა მკურნალობაში ღვინო ნატურალური (ალკოჰოლიანი) სახით გამოიყენებოდა. როგორც ხალხურ, ისე ტრადიციულ (კარაბადინების) მედიცინაში სამკურნალო საშუალებად ფართოდაა წარმოდგენილი ღვინის ძმარიც. Aასე მაგალითად: ჭრილობას, თუ ის ამავე დროს ,,გაღიზიანებული"//ინფიცირებული იყო ღვინის გარდა ძმრით ან მასზე დამზადებული ე.წ. ,,დაზელილი წამლით", მკურნალობდნენ. აღნიშნული წამლით მკურნალობდნენ დამწვრობასაც. წამალი ცივად შეზელვის წესით მზადდება - გარკვეულ სამკურნალო საშუალებებს (რასაც ხალხური მკურნალები საიდუმლოდ ინახავენ) მცირე-მცირე დოზებით ასხამდნენ ძმარს და ზელდნენ.

ჭრილობაზე აფენდნენ ღვინის ან ძმრის საფენებს (კომპრესს): ,,დაჩირქებულ ჭრილობაზე ჯერ წავუსმევდით ღორის ქონს და მერე ღვინის ან ძმრის საფენს დავაფენდით, რომ გაშრებოდა, გამოვუცვლიდით",- გადმოგვცემენ  მთხრობელები. კარაბადინების მიხედვითაც - ,,ვინცა სამოსელი ძმარშიგა დაასოლვოს და დაკოდილზედა (ჭრილობაზე მ.ბ.)  გარდაკრას, იმა დაკოდილსა აღარ გაუსივებს და მართალსა რიგზედა ამყოფებს" (ბაგრატიონი, 1985: 537.). ან ,,და თუ დაკოდილი თავზედ იყოს....მოიტანე ზარავანდი მუდარაჯი და დაჯეჭკე და ღვინოშიგა მოხარშეთ და კიდევ გაახმეთ, დანაყონ და გაცრან და დაკოდილზედა დააყარონ და მწოვედ კარგად უზამს" (ბაგრატიონი, 1985: 534.).

ღვინის გამოყენებას ჭრილობების დასამუშავებლად ვხვდებით ბიბლიაშიც.   მაგ: ქრისტეს იგავი კეთილ სამარიელზე, როდესაც ის მომაკვდავ ადამიანს დაეხმარა ,,ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია" (სახარება ლუკასი, 10:34). ალკოჰოლი (სპირტი) თანამედროვე მედიცინაშიც ჭრილობების დასამუშავებელი ანტისეპტიკური ხსნარების მთავარი შემადგენელი ნაწილია (რასელ თომსენი, 1991: 92.).

ღვინო და ღვინის ძმარი განსაკუთრებით ფართოდ არის წარმოდგენილი დამწვრობის მკურნალობაში როგორც დაზიანებული, არის ასეპტიკურად დასამუშავებელი ნივთიერება და როგორც წამალი. Dდამწვარს ,,პირველად ღვინოს, ან ღვინის ძმარს გადავასხავდით, რომ არ აპეპკილიყო"- გადმოგვცემენ მთხრობელები. ამავე დანიშნულებით გამოიყენებოდა შავ ღვინოში მოზელილი სიმინდის ფქვილის ცომი, რომელსაც დააფენდნენ დამწვარზე და გაშრობისთანავე უცვლიდნენ, ან ასველებდნენ ღვინით. აღსანიშნავია, რომ დამწვარი არედან სხვა სამკურნალო საშუალებების მოსაცილებლად ღვინოს იყენებდნენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამწვრობის სამკურნალო ,,დაზელილ წამალს" ამზადებდნენ ძმარზე ან ღვინოზე.

ლეჩხუმში საველე ეთნოგრაფიული მუშაობის დროს ცნობილი სახალხო მკურნალების სვანიძეების შთამომავლისაგან ჩავიწერეთ დამწვრობის სამკურნალო, ღვინის ძმარზე ცივი შეზელვით დამზადებული წამალი, რომლის შემადგენლობაშიც შედის-მურდასაკი//მურდასანგი /Plumbum oxudatum- ტყვიის ჟანგი, ძმარი, ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, თეთრი დამწვარი შაბი. სვანიძეების ოჯახში დაცული გადმოცემის მიხედვით მათ სამკურნალო საქმიაობა თურმანიძეებისაგან შეუსწავლიათ (ბურდული, 1997: 186.). უნდა არინიშნოს, რომ ლეჩხუმელი სახალხო მკურნალების -,,დალაქების"- სამედიცინო ცოდნა აშკარად ატარებს კარაბადინების გავლენის კვალს ( ბურდული 1997: 185-201).

Dდამწვრობის სამკურნალოდ ძმრისა და ღვინის გამოყენება დამოწმებულია ძველ ქართულ სამედიცინო ხელნაწერებშიც. ,,ვინცა ამა ჭადრისა ქერქი ძმარშიგა მოხარშოს და დამწვარზედა დაიდვას და ან მარტო ძმარი შეიცხოს, დამწვარსა ხორცსა გაამთელებს" (ბაგრატიონი, 1985: 54.).

ხალხური მედიცინა ღვინოს მოტეხილობის მკურნალობაშიც იყენებს,-შავ ღვინოში ხარშავენ მცენარე საროს/Symphytum caucasium m. b./ ძირებს და აღნიშნული წამლით მკურნალობდნენ. Aასევე წყალ-ღვინისა და დანაყილი ნიგვზის შერევით ამზადებდნენ ნაღრძობის სამკურნალო წამალსაც.

უნდა აღინიშნოს, რომ ხალხური ენოთერაპიული მკურნალობის ტრადიციები საქართველოში  დღესაც  ცოცხალია.  ცნობილია,  რომ  მოქმედი ,,ექიმბაშები"

წამლის დამზადების ტექნოლოგიას საიდუმლოდ ინახავენ, მაგრამ ზოგჯერ მაინც ხდება წამლის შემადგნლობის ნაწილობრივი გამხელა. Aასე მაგ: იმერეთში ცნობილი ,,გაფრინდაშვილების საყმაწვილო წამალი" (,,საყმაწვილო"-ბავშვობის ასაკის ფსიქო-ნერვული დაავადება)-წყალ-ღვინისა და სამკურნალო მცენარეთა (რომელიც არ გაამხილეს) ნახარშს წარმოადგენს. ასევე ღვინოზე მზადდებოდა საქართველოში ,,საყმაწვილო სენის" სამკურნალოდ განთქმული ,,პაჭკორიების წამალი".

საველე ეთნოგრაფიული მუშაობისას დავაფიქსირეთ აგრეთვე ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში გავრცელებული მძიმე დაავადების ,,სიმჭლის"//,,გოჟოს" ღვინით მკურნალობა. Aასეთ ბავშვს (რომელიც აღარ იზრდება, კუნთები მოდუნებული და მომჩვარული აქვს, ახასიათებს სიგამხდრე, უმადობა, ყვითლდება და სხვ.) ღვინოში სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების ნახარშის აბაზანებით მკურნალობდნენ.

Aახლო წარსულში, იმერეთში ,,ექიმბაშები" სხვადასხვა (თერაპიული და გინეკოლოგიური) დაავადებების სამკურნალოდ შავ ღვინოზე ,,დადუღების" წესით ამზადებდნენ ძვირად ღირებულ წამლებს, რომლებშიც ღვინის გარდა მრავალი სხვა სამკურნალო ნივთიერება შედიოდა. როგორც გადმოგვცეს სხვადასხვა გინეკოლოგიური (უშვილობა, კლიმაქსური მოვლენები და სხვ.) დაავადების სამკურნალოდ ავადმყოფს 9 ლიტრი წამალი უნდა დაელია ოცდაერთ დღეში. (1991 წელს სამი ლიტრი წამალი 90 მანეთი ღირდა, მიუხედავად ამისა, ექიმბაშებს ბევრი პაციენტი ჰყავდათ)

Mმოხერხდა მშობიარობის შემდგომი ,,მუცლის ტკივილის" დასაამებელი, ღვინოზე დამზადებული წამლების შემადგენლობის ჩაწერა: - ა) ღვინოს მოადუღებდნენ და ნივრით შეაზავებდნენ; ბ) 2 ჭიქა ღვინოში მოხარშავდნენ ერთ ჩაის კოვზ კვლიავის/Carum carviL./ თესლს,  ადუღებდნენ 15-20 წუთს.

უშვილობის სამკურნალოდ კარაბადინებშიც ღვინოზე დამზადებული წამლებია მოწოდებული, ოღონდ წამლის ფორმაა განსხვავებული. ნახარშის მაგიერ კეთდება კვერები, აბები (თხილისხელა), რომელიც თანამედროვე გინეკოლოგიური სანთლების ანალოგიურად გამოიყენებოდა. ასე მაგ: ..აიღე მური და კუჭუმბრა და კინა, ამათგანი - თუითო ნაწილი, დანაყენ და დაგალენ და შეზილენ ღუინითა და შექენ კუერი თუითო მუტყლის წონა, და გაახმე ჩრდილსა, და ოდეს დაიბანოს წესისაგან, იკმიოს მით" (ფანასკერტელი, 1988: 693).

Aან, ქალი რომ არ ფეხმძიმდება-,,....ამის წამალი ესე არის: მოიტანე თხის თირკმლის ქონი, გაადნონ და გაწურონ, და მოიტანე უშარი, რომე სპარსნი დანაი ჩადირსა (უმი კევი მ.ბ.) ეძახიან და ძველი ღვინითა სქლად გააყენე, რომე მალამოსავითა შეიქნას, და მერე ამა თხის თირკმლის ქონითა კარგად და მაგრად მოზილონ, და იმავე რიგად ერთი თხილის ოდენი გუნდა შექმნას.." (ბაგრატიონი, 1985: 463.).

ხალხურ მედიცინაში ღვინოზე ნახარში წამლები გამოიყენებოდა შინაგანი დაავადებების- ,,მუცლის ტკივილის", ღვიძლის და სხვ. დაავადებების სამკურნალოდაც. Aასე მაგ. სამ ლიტრ შავ ღვინოში მოხარშავდნენ ერთ კილოგრამ მაყვლის ძირებს, ხარშვით დაიყვანდნენ ერთ ლიტრზე და ჭამის წინ  100 გრამს ასმევდნენ ავადმყოფს.

Aალოეს და მაისის უცეცხლო თაფლს შეურევდნენ თანაბარი რაოდენობით (600-600გრ.), დაუმატებდნენ სამ სუფრის კოვზ არყის ხის /Betula/კვირტს და სამ ლიტრ შავ ღვინოს (ხვანჭკარა). აღნიშნული წამალი  ღვინოზე ცივად დაყენების წესით მზადდება. Dაკეპილ ალოეს და სხვა ინგრედიენტებს ჩაყრიან რვინოში და ბნელ და გრილ ადგილზე დადგამენ.

ღვინის ნახარში წამლით (ასკილისა და შავი ლეღვის  ნორჩი შტოები თითო მუჭა + 5 ლ. შავი ღვინო) მკურნალობდნენ ბუასილსაც. Aვადმყოფს დღეში 500 გრამი უნდა დაელია (100გრ. 5-ჯერ).

ღვიძლის სამკურნალოდ კარაბადინებში ღვინოზე დამზადებული ნახარში წამლებია მოწოდებული (ფანასკერტელი, 1988: 693.).

სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალო ნახარშ წამლებში იცვლება ,,ღვინოზე დასადუღებელი" (ღვინოში მოსახახარში) მცენარეები: კვლიავი; ბროწეულის /pinica grenatum/ კანი; ასკილის /Roza canina/ და ლეღვის /fikus carica/ ყლორტები; მაყვლის /Rubus/ ძირები; ალოე და სხვა. ჩამოთვლილი მცენარეები ტკივილგამაყუჩებელ და სამკურნალო თვისებებს შეიცავენ (წუწუნავა, 1966.).

   ყურის ტკივილის დასაამებლად ღვინის ორთქლით ინჰალაციურ მკურნალობას მიმართავდნენ. ნაღვინარ დოქში ჩაასხამდნენ ადუღებულ წყალს და მტკივან ყურს მის ორთქლზე გაიჩერებდნენ, შემდეგ თბილად შეიხვევდნენ.

ღვინო გამოიყენებოდა კბილის ამოღების დროს როგორც ასეპტიკური გამოსავლები საშუალება. ღვინოში მოხარშული ბროწეულის ქერქის ნახარში კი, კბილის ტკივილის სამკურნალო საშუალება იყო.

ზაზა ფანასკერტელის კარაბადინში ვკითხულობთ - ,,სხუა წამალი კბილისა, რომე იძვროდეს და ჯანგი ეკიდებოდეს - აიღე: ტენცო (პიტნა) და ღუინითა კარგად ადუღე. ისი ღუინო პირშიგა დაიჭიროს და ერგოს" (ფანასკერტელი, 1988: 374.).

წინამდებარე სტატიაში განვიხილეთ მხოლოდ მცირე ნაწილი ღვინით მკურნალობის ტრადიციისა საქართველოში, თუმცა, როგორც წარმოდგენილი მასალიდანაც ჩანს, რვინოს როგორც ხალხურ, ისე ტრადიციულ (კარაბადინების) მედიცინაში გამოყენების ფართო სპექტრი ჰქონდა და დღესაც აქვს. თანამედროვე მეცნიერული გამოკვლევების მიხედვითაც ღვინის ბიოქიმიური სტრუქტურა რთული კომპლექსია და მრავალ სამკურნალო თვისებებს შეიცავს. Mმას აქვს ბაქტერიოციდული და ანტიტოქსიკური თვისებები, ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. ღვინო, როგორც მასტიმულირებელი, სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება მოწოდებულია სხვადასხვა დაავადებების (შინაგანი, მალარია, გულ-სისხლძარღვთა და სხვ.) დროს. აქედან გამომდინარე ხალხურ მკურნალობაში ღვინის ზემოაღნიშნული მიზნით გამოყენება, ქართული ტრადიციული და სალხური მედიცინის მიღწევათა რიგში დგება.

ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო აგრეთვე გვეჩვენებინა ხალხური და პროფესიული (კარაბადინების) მედიცინის ურთიერთგავლენა და ურთიერთკავშირი. თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ განსხვავებას - მაგ: ხალხური მედიცინა შავ ღვინოს მეტ სასარგებლო თვისებებს მიაწერს, კარაბადინების მიხედვით კი ყველა სახის ღვინო, განსაკუთრებით კი ძველი ღვინო გამოიყენება; აგრეთვე კარაბადინებში მოწოდებული ღვინოზე დამზადებული წამლის ფორმა-კვერები//აბები ხალხურში ვერ დავამოწმეთ. სხვაფრივ ხალხური სამკურნალო ტრადიციებისა და პროფესიული მედიცინის შეხედულებები ღვინის ხასიათისა და მისი სამკურნალო თვისებებისა და გამოყენების შესახებ აშკარად ადასტურებს მათ შორის მჭიდრო ურთიერთობას.

   ხალხური  მედიცინის  მიღწევად  უნდა   ჩაითვალოს ისიც,  რომ ზოგიერთი

სახის  (მაგ: გინეკოლოგიური, ბავშვთა)  დაავადებების სამკურნალოდ ხალხური მკურნალები შავ ღვინოზე წამალს დღესაც ამზადებენ და მადლიერი პაციენტებიც ჰყავთ.

 

ლიტერატურა:

  1. გ. ჩიტაია.მევენახეობა-მეღვინეობა. ,,შრომები". ტ. IV. თბ.
  2. ვახუშტი ბაგრატიონი.აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. ტ. IV. თბ. 1973.
  3. Вардавелидзе В.Вю Древнейшие религиозние верованиа и графическое искусство грузинских племен. Тб. 1957; ნ. აბაკელია. სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში. თბ. 1997.
  4. ნ. შამანიძე. ქართული ხალხური ლეგენდები. თბ. 1973.
  5. ს.სალუქვაძე. წამალთმცოდნეობა ძველ საქართველოში და მისი შემდგომი განვითარების გზები უძველესი დროიდან XX ს-დე. თბ. 1987.
  6. თ.სიხარულიძე. ეტიუდები ღვინოზე. თბ. 1979.
  7. .თოფურია. ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფის ისტორიიდან. თბ. 1984.
  8. ქანანელი.,,უსწორო კარაბადინი", თბ. 1940.
  9.  ,,წიგნი სააქიმოი" თბ. 1036.
  10.  დავით ბაგრატიონი. ,,იადიგარ დაუდი", თბ., 1985.
  11.  თბ. 1985; ზ. ფანასკერტელ-ციციშვილი. ,,სამკურნალო წიგნი, კარაბადინი. თბ. 1988.
  12. იაკობ ცურტაველი.წამება შუშანიკისი. თბ. 1986.
  13. რასელ თომსენი.Bბიბლიის სამედიცინო სიბრძნე. თბ. 1991.
  14. მ. ბურდული. ტრავმების მკურნალობა სვანეთსა და ლეჩხუმში (ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით). თსუ ახალციხის ფილიალის შრომები. I. თბილისი-ახალციხე. 1997.
  15. ნ. წუწუნავა.საქართველოს სამკურნალო მცენარეები. თბ. 1966.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.