Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს” კონკურსში მონაწილეობას ქართველი სომელიეც მიიღებს

Best Sommelier Of The World ASI 1969 წლის შემდეგ იმართება. კონკურსი 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და გამარჯვებული საუკეთესო სომელიეს ტიტულსაც 3 წლის განმავლობაში ატარებს. წლევანდელ, მე-17 გამოშვების კონკურსში კი მონაწილეობას ქართველი სომელიე, ჯაბა ძიმისტარიშვილიც იღებს.

ღონისძიება დაგეგმილია 7 - 12 თებერვალს პარიზში, სასტუმრო Pullman Montparnasse-ში, სადაც, როგორც გვატყობინებენ, დაახლოებით 3500-მდე სტუმარს ელოდებიან. ერთკვირიანი კონკურსის განრიგი სამი ეტაპისგან შედგება, მათ შორის თეორიული კითხვებისა და ბრმა დეგუსტაციებისგან. 8-9 თებერვალს მეორე ტური გაიმართება. ფინალში გადასული სამი არჩეული სომელიე კი ერთმანეთს სხვადასხვა სტილის კატეგორიაში შეეჯიბრება : “კონკურსის სტილი საქართველოში ჩატარებული შეჯიბრების მსგავსი იქნება. პირველი საფერხურები ისაა, რომ იქნება წერითი გამოცდა, სადაც მსოფლიო მეღვინეობა შევა და მის შესახებ იქნება შეკითხვები, მევენახეობაზე, სომელიეს პროფესიის შესახებ, იქნება პროფესიული კითხვებიც, რა თქმა უნდა, შეხამებებზე და ა.შ. პროგრამა საკმაოდ ვრცელი და დიდია. წერითი ნაწილის შემდეგ უკვე იწყება პრაქტიკული ნაწილი. იქნება ბრმა დეგუსტაციები, ღვინოების, რეგიონების, ჯიშის გამოცნობა, ღვინის გარდა სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების გამოცნობა. კონკურსს ბევრი ეტაპი ექნება, რაც მარტივი ნამდვილად არ იქნება.” - აღნიშნავს კონკურსში მონაწილე ჯაბა ძიმისტარიშვილი, რომელმაც გასულ წელს საქართველოს საუკეთესო სომელიეს ტიტულიც მოიპოვა.

როგორც კონკურსის მთავარ გვერდზე ვკითხულობთ, მთლიანობაში 68 კანდიდატი მონაწილეობს 65 ქვეყნიდან, მათგან 5 დამკვირვებელი წევრია, სამი მონაწილე კი კონტინენტური კონკურსების (“ევროპისა და აფრიკის საუკეთესო სომელიე 2021”, “ASI ამერიკის საუკეთესო სომელიე 2022” და “ASI აზიისა და ოკეანიის საუკეთესო სომელიე 2022”) გამარჯვებულია. კანდიდატები 4 დღის განმავლობაში ერთმანეთს სხვადასხვა ნაწილში შეეჯიბრებიან. აღსანიშნავია, კონკურსს განსაკუთრებულს ხდის ისიც, რომ  სამი ათწლეულის შემდეგ პირველად მასპინძელი ქვეყანა საფრანგეთია.

აქამდე თამაზ თამაზაშვილმა, 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიემ მიიღო ამ კონკურსში მონაწილება, რომელიც 2019 წელს ბელგიაში ჩატარდა. კონკურსის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ Best Sommelier Of The World ASI-ის გვერდზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული