Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ ჩავატაროთ ღვინის ანალიზი ოჯახურ პირობებში

გუშინ, 23 აპრილს, ღვინის კლუბში მორიგი ლექცია გაიმართა. კლუბში შეკრებილ საზოგადოებას ენოლოგი დავით ჩიჩუა ოჯახურ პირობებში ღვინის ანალიზზე და ღვინის ქიმიურ შემადგენლობაზე ესაუბრა. ლექციაზე ასევე დეტალურად განიმარტა ღვინის,როგორც პროდუქტის ქიმიურ-ბიოლოგიური შემცველობის არსი.

დავით ჩიჩუა წლებია ღვინის მეცნიერული შესწავლით არის დაკავებული და განსაკუთრებით ღვინის დაავადებებთან დაკავშირებით იგი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლება. ღვინის კლუბში გამართული ლექციის დროს, დამსწრე საზოგადოებას დავით ჩიჩუამ ვრცლად განუმარტა როგორ შეიძლება მოხდეს ოჯახური მარნის პირობებში ღვინის ნიმუშების ქიმიური და ბიოლოგიური შემოწმება.

ლექციის ერთი ნაწილი მთლიანად იმ თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს მიეძღვნა, რომელსაც მეღვინეები დღეს მთელს მსოფლიოში ფართოდ იყენებენ. დავით ჩიჩუამ კონკრეტული მაგალითების მიხედვით განმარტა, ცალკეული ვაზის ჯიშების ქიმიურ და ბიოლოგიურ შემადგენლობას ცალკეული ტექნიკური საშუალებები (მზომი აპარატები) როგორ შეიძლება გვიჩვენებდეს.

ლექციის მონაწილეებმა ასევე ზოგადად ქართულ მევენახეობა და მეღვინეობაზეც ისაუბრეს. საუბრის ბოლოს, დავით ჩიჩუამ დასკვნის სახით იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ე.წ. ოჯახურიმარნების ტრადიცია კიდევ უფრო გაფართოვდება, რადგან მისი აზრით, ყურძნის ჩამბარებელი გლეხი ყოველთვის სიდუხჭირეში იცხოვრებს, თუკი იგი მევენახესთან ერთად ადრე თუ გვიან მეღვინეც არ გახდება.

© ღვინის კლუბი/Weekend



ძალიან საინტერესო და სასარგებლო ლექცია იყო, ძალიან ბევრი ახალი რამე გავიგეთ,დიდი მადლობა დავით ჩიჩუასა და ღვინის კლუბს რა თქმა უნდა :)


თუ შეიძლება მიმასწავლეთ, სად შეიძლება ვნახო ინფორმაცია ღვინის კლუბში დაგეგმილი ლექციების შესახებ. რა თქმა უნდა თუ ეს ლექციები საჯაროა.


საჯაროა. ინფორმაციები აქ შეგიძლიათ ნახოთ: https://www.facebook.com/WineClub.ge



ბატონო მალხაზ თუ ჩათვლით საჭიროთ გამოაქვეყნეთ. გუშინ ღვინის კლუბში საინტერესო ლექცია მოვისმინეთ "როგორ ჩავატაროთ ღვინის ანალიზი ოჯახურ პირობებში". მინდა შემოქთვაზოთ ტიტრული მჟავიანობის განსაზღვრის მეთოდი ყოველგვარი "გასატიტრი ნაკრებების" ყიდვიშ გარეშე, რომლებიც დღეისათვის მაინც ინტერნეტ მაღაზიით უნდა გამოიწეროთ. ამისათვის საჭიროა: 1. ორი შპრიცი 20 მლ-ანი (იყიდება უახლოეს აფთიაქში); 2. 0,1N (დეცინორმალური) ნატრიუმისჰიდროოქსიდის (კაუსტიკური სოდა) ხსნარი (იყიდება ქიმრეაქტივების მაღაზიაში) ან 4 გრამი კაუსტიკური სოდა NaOH (იყიდება ელიავას ბაზრობაზე) გახსენით 1 ლიტრა გამოხდილ წყალში (მენზურაში ჩაყარეთ 4 გ. კაუსტიკური სოდა, დაამატეთ 500 მლ. გამოხდილი წყალი, დაურიეთ -სრული გახსნის შემდეგ მენზურა შეავსეთ 1000 მლ დანაყოფამდე, აღნიშნული ნარევი დიდხანს გეყოფათ. 3. ფენოლფტალეინი ხსნარი იყიდება ქიმრეაქტივის მაღაზიაში 100 მლ დიდხანს გეყოფათ. შპრიცით ვიღებთ 15 მლ ყურძნის წვენს ან ღვინოს (ღვინო უნდა გავაცხელოთ ადუღებამდე, რათა გამოიდევნოს CO2 ნახშირორჟანგი), ვასხავთ ჭიქაში და ვამატებთ ფენოლფტალეინს რამდენიბე წვეთს, მეორე შპრიცით ვიღებთ 15 მლ ნატრიუმის ჰიდროიქსიდის ხსნარს და წვეთობით ვამატებთ ჭიქაში ვურევთ, ვამატებთ მანამ - სანამ არ გამოჩნდება ვარდისფერი თეთრ ღვინოში ან მუქი ლურჯი ფერი წითელ ღვინოში, რომელიც დარევის შედეგად არ ქრება. ეს ნეიტრალიზაციის რეაქციის დასასრულია, ამის შემდეგ ავღნიშნით რამდენი მილილიტრი ნატრიუმისჰიდროიქსიდი დაიხარჯა. მილილიტრების რაოდენობას ვყოფთ ორზე და ვიღებთ ღვინის მჟავაინობის მაჩვენებელს მეათედ პროცენტებში რაც ექვივალენტია გრამის/100 მლ-ზე. მაგალითად დაიხარჯა 10მლ ნატრიუმის ჰიდროიქსიდი, ეს არია 10/2=0,50 პროცენტი ტიტრული მჟავიანობა ან 0,50გ/100 მლ. ტესტი უნდა ჩავატაროთ რამდენჯერმე და თუ ცდომილიება 5 % ნაკლები ე.ი. მიღებული შედეგი სწორია.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული