Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ამერიკაში ისეთი ღვინის გაყიდვა რთულია, რომლის დასახელებაც რთულად წარმოითქმის”- wine searcher

Wine Searcher, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ღვინის ჟურნალი საქართველოსა და ქართულ ღვინოზე აქვეყნებს სტატიას. პირველ რიგში ავტორი მკითხველს იმ რჩევებსა და იდეებს უზიარებს, რომლებიც ქართველ ღვინის მწარმოებლებს ღვინის საზღვარგარეთ წარმატებით გატანაში შეიძლება დაეხმაროს.  ლიზა ციმერმანი, Wine Searcher-ის მწერალი და ღვინის ექსპერტი საქართველოს ესტუმრა.  

სტატიაში ქარვისფერი და წითელი ღვინის დაყენების ტექნოლოგიასა და მსგავსება/განსხვავებებზე საუბრობს. ორლანდოში Silk Road Wines-ის იმპორტიორის თანამფლობელის და დამფუძნებლის, იანიკ არაკელოვის აღნიშნავს, რომ ძირითადად წითელი ღვინოები ქვევრში დურდოზე შეიძლება რვა კვირამდ დარჩეს, ქარვისფერის შემთხვევაში კი ეს პერიოდი 24 კვირამდეა. „თბილისი მერიოტის“ სომელიე ირაკლი კვანტრიშვილი სტატიაში ახსნებეს იმასაც, რომ ქართული წითლებზე მეტად ქვევრში დაძველება ქარვისფერი ღვინოს უფრო მეტად ეტყობა: „ეს კი უმეტესწილად იმიტომ, რომ თეთრ ღვინოზე ქვევრი დიდ ცვლილებებს იწვევს, გემოში, ფერში და ა.შ. რაც შეეხება წითელ ღვინოებს, ქვევრი მათ ოდნავ უცვლის არომატებს, ფერს, გემურ თვისებებსა და სხვას“.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ქართველი მეღვინესთვის ქვევრში დავარგებული ღვინო უფრო მიმზველი და სიანტერესოა, ბევრი იმპორტიორი ფიქრობს, რომ კლასიკური დაწურვის სტილი უფრო უკეთ ასახავს საქართველოს ტერუარებს და ჯიშურ თვისებებსაც უფრო მეტად ხვეწს“ - წერს ლიზა, რომლის აზრსაც იზიარებს არაკელოვი Silk Road-დან. როგორც ის დასძენს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოების ეს მეთოდი არც ისე უძველესია, როგორც ქვევრი, განსხვავებულ ნარატივს გვთავაზობს და გამოარჩევს ქართულ ღვინოებს სხვებისგან: „თუმცა კლასიკური წარმოების ძალიან კარგი ხარისხის ღვინოებსაც ქვევრის ღვინო ჩრდილავს, რადგან მედია სწორედ ამ ტექნოლოგიისკენ არის მიმართული“ - აღნიშნავს იმპორტიორი. 

ავტორის რჩეული ღვინოებია „შუმის“ 2000 წლის ქვევრის საფერავი: „ეს ღვინო გამოირჩევა მდიდარი არომატებით, შავი წიწაკისა და კოწახურის სრუნელებით”. “ფერაძის” მწვანე 2020 - ეს არის ძალიან მსუბუქი, ხალისიანი, სასიამოვნო ღვინო, რომელიც ძალიან უხდება ბევრნაირ კერძს და სამწუხაროდ მხოლოდ საქართველოში იყიდება: “თუ ამ შთამბეჭდავ და უძველესი მეღვინეობის ქვეყანას სურს მსოფლიო ღვინსი ბაზარზე ადგილი დაიმკვიდროს, სამიზნე აუდიტორია არა ღვინის ექსპერტები და მისი მაძიებელი ხალხი უნდა იყოს, არამედ ჩვეულებრივი ადამიენები, რომლებიც აღმოჩენებს კი არა, იმას ეძებენ, რაც ასე თუ ისე ნაცნობია მათთვის და თანაც საინტერესო” - აღნიშნავს ლიზა. 

ავტორი მიიჩნევს, რომ კლასიკური სტილით დაწურული ღვინოებით შეიძლება საქართველოს უფრო მეტი შანსი ჰქონდეს წარმატებისა, ვიდრე უფრო მეტი ქვევრის ღვინის გატანის შემთხვევაში: “ ვფიქრობ, შეიძლება კარგად “იმუშაოს” ცნობილ ჯიშებთან ბლენდებმაც” - აღნიშნავს ის. 

შეიძლება რთულად მოსასმენია, თუმცა სიმართლეა, რომ ამერიკელი მოსახლეობა უფრო მეტად სწორედ იმ ღვინოს ყიდულობს, რომლის ჯიშის სახელის წარმოთქმაც შეუძლია: “ეს არის ხრიკი, რომელიც მე ჩემი კარიერის დასაწყისში აღმოვაჩინე, როდესაც  იმპორტიორობა დავიწყე სიეტლში, თითქმის ორი ათეული წლის წინ. დადეთ თაროზე გაურკვეველი, მაგრამ ფანტასტიკური შირაზისგან წარმოებული ღვინო დუროს ხეობიდან და ეს აუცილებლად გამოიწვევს ინტერესს. ისინი შესაძლოა იმავე მწარმოებლის Tinta Roriz-ის შესაძენად დაბრუნდნენ, ოღონდ ეს იმიტომ, რომ მწარმოებელია ნაცნობი მათთვის” - ვკითხულობთ სტატიაში, რომელსაც wine searcher-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული