Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფარშირებული თევზი

საჭირო მასალა: 3 ცალი 1 კგ-იანი კობრი, 6 თავი ხახვი, 4-5 კვერცხი, 1 გამომშრალი ფუნთუშა, მარილი, რძე ფუნთუშის დასალბობად, პილპილი გემოვნებით, ზეთი შესაწვავად.

მომზადება: თევზს მოვაცილოთ ფარფლები, ამოვიღოთ ფილე და ფრთხილად გავაცალოთ კანი. ფილე გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ. თევზის ფარშს დავუმატოთ რძეში დამბალი და გაწურული ფუნთუშა, პილპილი, მარილი, კვერცხი და კარგად მოვზილოთ. იდეალურ ვარიანტში უმატებენ შემწვარ სოკოსაც. ფარშის გუნდები სველი ხელებით გავაკეთოთ თევზის კანში გავახვიოთ, ჩავაწყოთ ფორმაში, დავაფაროთ ფოლგა და 160 გრადუს ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში ვაცხოთ. 1 საათის შემდეგ ფოლგა ავხსნათ, ტემპერატურა გავზარდოთ 190-200 გრადუსამდე და დავტოვოთ, სანამ შეიბრაწება. შეგრილებული თევზი დავჭრათ და ისე მივიტანოთ სუფრასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული