Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ვიზიტი საქართველოში


მაისის ბოლოს საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი (იმპორტიორები, სომელიეები და ღვინის მწერლები) ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია. ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდათ ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ამერიკული მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie”-ის მმართველი, ჯული პეტერსონი. ჯგუფის შემადგენლობაში იყო ასევე ცნობილი ჟურნალისტი, ჟურნალების: „Wine and Spirit“-ის და „Los Angeles Times“- კორესპონდენტი პატრიკ კომისკი. ბევრი ღვინის მწერლისა და სომელიესთვის ეს პირველი ვიზიტი იყო საქართველოში.

სტუმრებმა მოინახულეს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ქართლში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, დააგემოვნეს როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები.

როგორც ,, Marq Energie”-ის ხელმძღვანელი აცხადებს, ქართული ღვინის მიმართ  ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მზარდია.

ტური ორგანიზებული იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ღვინის მწარმოებლების პროდუქცია: „ამირან ვეფხვაძის მარანი“, „არჩილ გუნიავას მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის ღვინოები“, „პატარიძის საოჯახო მეღვინოება“, „როიალ  ხვანჭკარა“, „უსახელაურის ვენახები“, „ზურაბ თოფურიძის საოჯახო მეღვინოება“, „მამუკა ჩხეიძის მარანი“, „იაგოს ღვინო“, „საღვინარი“, „ვიტა ვინეა“, „შალაურის ღვინის მარანი“, „ჭოტიაშვილის ღვინის მარანი“,  ,,ფაფრის ველი“, „მუკადო ვაინსი“, „ლუკასი“, „მილორაულის მარანი“, მეღვინეობა ,,ნიკა“, „ოქრო ვაინსი“, „ხოხბის ცრემლები“ და „გიუაანი“, ასევე ეწვიენ მექვევრე ზაზა კბილაშვილს.

აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ პოტენციურად მზარდ და მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს. აშშ-ში აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებას. მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 101 370 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული