Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო დიდი ბრიტანეთის ბაზარზე – მზადება მაისისთვის

ბრიტანულ პრესაში არ წყდება ქართული ღვინის შესახებ პუბლიკაციები. განსაკუთრებით ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც ბრიტანულ ბაზარზე ქართული ღვინის სტრატეგიაზე მუშაობა სახელოვანმა ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა და ღვინის მწერალმა რობერტ ჯოზეფმა დაიწყეს.

2 დღის წინ გამოცემა Offlicencenews–მა წერილი მიუძღვნა ბრიტანულ ბაზარზე ქართული ღვინის დამკვიდრების თემას და კიდევ ერთხელ შეახსენა მკითხველს, რომ ქართულ ღვინოს ამ ეტაპზე სარა ებოტი და რობერტ ჯოზეფი წარმოადგენენ, რომლებსაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ღვინის სტრატეგიის შემუშავება ანდო. მათთან ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაზე მადლენ უოტერსიც ითანამშრომლებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ სარა ებოტთან ერთად თურქული ღვინის PR–ზე მუშაობდა.

წერილში ასევე საუბარი იყო London Wine Fair–ზე (22–24 მაისი) და The Real Wine Fair-ზე (7–8 მაისი) ქართული ღვინის ეფექტურად წარდგენის შესახებ. სარა ებოტი თავის კომენტარში უფრო ტრადიციულ ქვევრის ღვინოზე ამახვილებდა ყურადღებას, რობერტ ჯოზეფმა კი, ბევრის გასაკვირად, ცქრიალა და ვარდისფერი ქართული ღვინოები გამოჰყო.

შეგახსენებთ, თებერვლის თვეში სარა ებოტი და რობერტ ჯოზეფი საქართველოს სტუმრობდნენ და არაერთი შეხვედრა გამართეს, ასევე ჩაატარეს სემინარი, სადაც ქართველ მეღვინეებს ბრიტანული ბაზრის სპეციფიკაზე ესაუბრნენ, გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული