გამოქვეყნებულია: 4 აგვისტო, 2014 - 13:43
31 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით, ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში საქართველოს კულტურის დღეები იმართება, რომლის ორგანიზატორიც გერმანიაში საქართველოს საელჩოა. ამ ღონისძიების ფარგლებში 7 აგვისტოს, 18:00–ზე, ქართული ღვინის საღამო გაიმართება, რომელსაც ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია გაუძღვება. იგი ისაუბრებს ქართული ღვინის ისტორიაზე, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებზე, თანამედროვე მდგომარეობაზე ქართულ მევენახეობა–მეღვინეობაში და სხვა საკითხებზე. ამის შემდეგ გაიმართება დეგუსტაცია, სადაც სტუმრები 10 სხვადასხვა ტიპის ქართულ ღვინოს გასინჯავენ და დაახასიათებენ. საღამოს დასასრულს მოეწყობა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის, „ღვინის აკვანის“ ჩვენება.
თემა:
თქვენი კომენტარი