გამოქვეყნებულია: 17 ნოემბერი, 2014 - 09:20
2014 წელს საფრანგეთი ყველაზე მეტ ღვინოს აწარმოებს – ფრანგებისათვის ასეთი დამაიმედებელი ინფორმაცია გაავრცელა მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV). მეღვინეების ვარაუდით, წლის ბოლოს საფრანგეთში 46,2 მილიონი ჰექტოლიტრი ანუ შარშანდელთან შედარებით 10%-ით მეტი ღვინო იწარმოება. ასე რომ, იტალია, რომელმაც გასულ წელს პირველი ადგილი დაიკავა, წელს მეორე ადგილზე გადაინაცვლებს, რადგან ამ ქვეყანაში ღვინის წარმოება 15%-ით შემცირდა, ანუ იტალილელები სულ 44,4 მილიონი ჰექტოლიტრ ღვინოს აწარმოებენ. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2014 წელს ღვინის წარმოება მსოფლიოში 6%-ით შემცირდა.
© ღვინის კლუბი /Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი