Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

5 საზაფხულო რჩევა საუკეთესო სომელიესგან

 

მარკ ალმერტმა  მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს სტატუსი 2019 წელს მოიპოვა. ის იმ ხუთი ღვინის სტილის შესახებ საუბრობს, რომლებმაც მისი ყურადღება მიიპყრო. „სამხრეთ აფრიკული ღვინო საკმარისი არასდროსაა“ - ამბობს ალმერტი. მიუხედავად იმისა, რომ სომელიეს საყვარელი ღვინო პინო ნუარი და შარდონეა, ახლა მის ყურადღებას ვაზის ორი ჯიში იპყრობს, ეს არის სემიიონი და ფრანგული სენსო (Cinsault). სომელიე ამბობს, რომ თუ ზაფხულში გრილ და ნაკლებალკოჰოლურ ღვინოს ამჯობინებთ, ეს ის ღვინოებია, რომლებიც ძალიან მოუხდება თბილ ამინდებს.

როგორც აღმოჩნდა, ალმერტს ვაზის ძირძველი ჯიშები იზიდავს და ღვინის მოყვარულებს ნოიბურგერისგან, ავსტრიული ვაზის ჯიშისგან, დაწურულ თეთრ ღვინოსა და ესპანური მენსიას, ასევე პინო ნუარს ურჩევს. ამასთან, ამატებს იმასაც, რომ პორტუგალიასა და საბერძნეთში ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენენ ღვინის მოყვარულები.

ალმერტი სოკო-რეზისტენტულ ჯიშებს განიხილავს და მიიჩნევს, რომ ამ ახალ ჯიშებს ძალიან დიდი გასაქანი აქვთ: „ბიოდინამიკურობასთან ერთად დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად შეუძლია ვაზს დაავადებისგან თავის დაცვა“.

სომელიემ კაბერნე ბლანზე, სოვინიაკსა  და იოჰანითერის ვაზის ჯიშებზე საუბრისას  ისიც დასძინა, რომ ჟურას კაბერნე ერთ-ერთი საუკეთესო წითელი ღვინოა.

ალმერტი ავსტრიულ ღვინოებსაც ეხება და მიიჩნევს, რომ ავსტრიაში განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა ორგანულ და ნატურალურ ღვინოებს. თავად სომელიე შტირიის სამხრეთ რეგიონზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ველშრისლინგის ღვინოები შესანიშნავი ხარისხით გამოირჩევა.

ბოლოს, ალბერტი ღვინის მოყვარულებს ცქრიალა ღვინის კერძებთან მირთმევას ურჩევს. ის ამბობს, რომ ვინტაჟური შამპანური ძალიან უხდება თევზის კერძებს. მიიჩნევს, რომ დაძველებული ცქრიალა ღვინო ძალიან მოუხდება „ბადენ-ბადენის“ სტილში დამზადებულ ირმის სტეიკს მოცვთან, მსხლის ნაჭრებსა და შპეტცელთან ერთად, ისევე, როგორც მსუბუქ სოკოს, როგორიცაა შანტრელი. სომელიე ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ცქრიალა ღვინო  არაჩვეულებრივად შეერწყმება კრეატიული კერძების გემოს. „არომატული ყურძენი Muskateller Sekt იდეალურია დესერტებისთვის“- ამბობს ის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული