Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წლის 100 საუკეთესო ღვინო – Wine Spectator–ის მიხედვით

ღვინის ავტორიტეტული ჟურნალი - Wine Spectator  - 1998 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს აქვეყნებს მსოფლიოს ასი საუკეთესო ღვინის რეიტინგს. 2012 წლის რეიტინგის შესადგენად, ბრმა დეგუსტაციის მეთოდით, 17 000-ზე მეტი სახეობის ღვინო გაისინჯა. მათგან 5 500-ზე მეტმა ღვინომ 90-ზე მეტი ქულა დაიმსახურა, რაც ჟურნალის სტანდარტებით (100-ქულიანი სისტემა), უმაღლეს შეფასებას ნიშნავს. საუკეთესოთა შორის საუკეთესო ასი ღვინის ამორჩევა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა და ექსპერტები ოთხ განმსაზღვრელ ფაქტორს დაეყრდნენ, ესენია: 1. ხარისხი 2. ფასი 3. ხელმისაწვდომობა და 4. ის, რასაც X-factor-ს უწოდებენ, ანუ ვარსკვლავური სტატუსისთვის აუცილებელი ელემენტების არსებობა. წლევანდელ ასეულში 13 ქვეყნის ღვინოებია წარმოდგენილი, მათი რეიტინგი საშუალოდ 93 ქულა, ფასი კი - 46 დოლარია. მაშ ასე, წარმოგიდგენთ Wine Spectator-ის 2012 წლის ტოპ ათეულის მიმოხილვას. 
 
Shafer Vineyards Relentless Napa Valley 2008,
96 ქულა / $60
3,300 ქეისი
Napa Valley, California, აშშ 
 
სირასა და პტი სირას ბლენდი, მკვეთრი წითელი ფერის ღვინო კაბერნე სოვინიონის წარმოებით ცნობილი რეგიონიდან და მარნიდან. მარნის ფუძემდებელმა ჯონ შაფერმა პირველი მოსავალი 1978 წელს მიიღო და შვილთან ერთად ჩაუდგა სათავეში ღვინის საწარმოს. მათ მიერ ჩამოსხმული Hillside Select Cabernet კალიფორნიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ღვინოა. შაფერის გვერდით უკვე 28 წელია მუშაობს ელიაზ ფერნანდესი, შრომითი მიგრანტის შვილი, რომელმაც მათი ღვინო ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ვინაიდან ეს ღვინო ელიასის თავდაუზოგავი შრომის და მონდომების შედეგია, სახელიც შესაბამისი შეურჩიეს და Relentless - (შეუბრალებელი, დაუნდობელი) - უწოდეს. ღვინო, რომლის პირველი ვინტაჟიც 1999 წელს ჩამოისხა, 30 თვის განმავლობაში ძველდება ფრანგული მუხის კასრებში. 
 
Château de St.-Cosme Gigondas 2010,
95ქულა / $41
3,330 ქეისი
Rhône Valley, საფრანგეთი
 
ეს წითელი ღვინო დაახლოებით 60 წლის ვენახიდანაა, რომელიც 37 აკრზეა გაშენებული. ვენახი გარს ეკვრის შატოს და მეღვინე Louis Barruol-ის ოჯახს ჯერ კიდევ 1490 წლიდან ეკუთვნის. თავად ბარუოლი, რომელმაც ეს ძვირფასი მემკვიდრეობა მამისგან მიიღო 1995 წელს, მეღვინეთა საგვარეულოს მე-14-ე თაობას წარმოადგენს. 2010 წლის ჩამოსხმის ამ ღვინოში 60% გრენაშია, დანარჩენი კი – სირასა და მურვედრის თანაბარი ნაზავი. 
 
Two Hands Shiraz Barossa Valley Bella’s Garden 2010,
95 ქულა / $69
4,000 ქეისი
Barossa Valley, ავსტრალია
 
მარნის მფლობელმა Michael Twelftree-მ და მეღვინე Matt Wenk-მა შეძლეს და ექვსი სხვადასხვა შირაზისგან შესანიშნავი ღვინო მიიღეს, რომელიც ძველ, 300-ლიტრიან კასრებშია დაძველებული და ხილის შესანიშნავი არომატით გამოირჩევა.  
 
Clos des Papes Châteauneuf-du-Pape 2010
98 ქულა / $128
5,600 ქეისი
Rhône Valley, საფრანგეთი
 
ეს ღვინო წარმოებულია Avril-ების ოჯახის მიერ, რომლებიც ჯერ კიდევ 1600 წლიდან მოყოლებული ფლობენ ვენახებს სამხრეთ რონაში. მათი ღვინის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც 1987 წელს პოლ ავრილმა მამის – ვენსანისგან – 80 აკრზე გაშენებული ვენახი მემკვიდრეობად მიიღო. ავრილების ღვინო ტოპ-100-ში უკვე მეექვსედ მოხვდა, 2007 წელს კი წლის ღვინის წოდება მოიპოვა. 2010 წლის ეს ღვინო 80% გრენაშისა და თანაბარი რაოდენობით სირასა და მურვედრის ნაზავია. ღვინო თავდაპირველად თიხის ბუტებში (ceramic-lined vats) ჩამოისხა, შემდეგი 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კი ხის დიდ კასრებში ძველდებოდა. 
 
Château Guiraud Sauternes 2009, 96 ქულა / $60
11,000 ქეისი
Bordeaux, საფრანგეთი
 
65% სემილიონისა და 35% სოვინიონ ბლანის ნაზავია. 316 აკრზე გაშენებული ვენახი უკვე 35-40 წლისაა და 2006 წლიდან ერთდროულად რამდენიმე მფლობელი ჰყავს: Robert Peugeot (of Peugeot automobiles), Olivier Bernard (Domaine de Chevalier), Stephan von Neipperg (Canon-La Gaffelière and others) და Xavier Planty, რომელიც მამულის მთავარი მენეჯერია. შთამბეჭდავი ღვინოა, 2001 წლის ვინტაჟიდან მოყოლებული, საუკეთესო. 
 
Château Léoville Barton St.-Julien 2009
95 ქულა / $105
21,000 ქეისი  
Bordeaux, საფრანგეთი
 
ბარტონების ოჯახი მამულს 1836 წლიდან მოყოლებული ფლობს, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1983 წელს მამული ენტონი ბარტონმა მიიღო მემკვიდრეობად ბიძისგან, პროდუქციის ხარისხი ბევრად ამაღლდა. ენტონი ბარტონმა საქმეში ქალიშვილი – ლილიანიც ჩართო. მათ დაიქირავეს პროფესიონალები: კონსულტანტი Eric Boissenot და მეღვინე François Brehant, რომელთა დაუღალავი შრომის შედეგიც გახლავთ ეს ღვინო. სასმელს თავდაპირველად ხის კასრებში ასხამენ, ხოლო შემდეგ 18 თვის განმავლობაში ძველდება მუხის კასრებში, რომელთა 50%-იც ახალია. 
 
Shea Pinot Noir Willamette Valley Shea Vineyard Estate 2009
94 ქულა / $40
3,555 ქეისი
Willamette Valley, Oregon, აშშ
 
მარნის მფლობელმა Dick Shea-მ 1989 წელს უოლ სტრიტის კარიერა მიატოვა, ვილამეტის დაბლობზე 200 აკრი მიწა იყიდა და პინო ნუარი და შარდონე გააშენა. 1996 წლამდე, სანამ თავად დაიწყებდა ღვინის დაყენებას, შეას ყურძენი მხოლოდ გასაყიდად მოყავდა და ორეგონის შტატის წამყვან მეურნეობებს ამარაგებდა. ეს ღვინო, რომელიც Pommard-ის, Wädenswil-ისა და Dijon-ის ბლენდია, უჟანგავი ლითონის ცისტერნებსა და ხის კასრებში ძველდება.  
 
Beringer
Cabernet Sauvignon Knights Valley Reserve 2009
94 ქულა / $45
3,602 ქეისი
Sonoma County, California, აშშ
 
კალიფორნიის ერთ-ერთი საუკეთესო კაბერნე სოვინიონია, მწიფე, სხეულიანი, ინტენსიური შეფერილობის. ბერინჯერი აპელასიონის ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელია, რომელიც 500 აკრზე გაშენებულ ვენახს ფლობს. მან 1976 წელს ერთ-ერთმა პირველმა ჩაყარა ვაზი სონომაში. ამ ღვინის ავტორი კომპანიის ვეტერანი Laurie Hook გახლავთ.
 
Ciacci Piccolomini d’Aragona
Brunello di Montalcino 2007
94 ქულა / $60
3,750 ქეისი
Tuscany, იტალია
 
ამ შთამბეჭდავი ბრუნელოს წარმოებას და-ძმა Bianchini და მათი გუნდი ხელმძღვანელობენ. მათი ვენახები რეგიონის სამხრეთ-დასავლეთით, 400 მეტრის სიმაღლეზეა გაშენებული. ეს ღვინო უჟანგავი ლითონის ცისტერნებშია დაყენებული და შემდეგ 2 წლის განმავლობაში მუხის კასრებში ძველდებოდა.  
 
Achával-Ferrer
Malbec Mendoza Finca Bella Vista 2010
95 ქულა / $120
1,250 ქეისი
Mendoza, არგენტინა
 
არგენტინის ერთ-ერთი წამყვანი ღვინის მეურნეობის მიერ წარმოებული ეს ღვინო 100 წლის ვენახში დაკრეფილი ყურძნისგანაა დაწურული. ვენახი საკმაოდ მაღლა, თითქმის 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მეღვინე Roberto Cipresso ღვინოს 15 თვის განმავლობაში აძველებს ფრანგული მუხის კასრებში.
 
11 95 $55 Pedestal Merlot Columbia Valley 2009
 12 97 $58 Domaine St.-Prefert Chateauneuf-du-Pape Auguste Favier Reserve 2010
 13 95 $55 Quinta do Vallado Touriga Nacional Douro 2009
 14 94 $32 Maysara Pinot Noir McMinnville Estate Cuvee 2009
 15 94 $48 Alban Syrah Edna Valley Patrina Alban Estate 2009
 16 96 $66 Le Vieux Donjon Chateauneuf-du-Pape 2010
 17 95 $40 Punset Barbaresco 2007
 18 96 $70 Argyle Extended Tirage  Willamette Valley 2002
 19 96 $70 Booker Syrah Paso Robles Fracture 2010
 20 95 $75 Pocas Junior Vintage Port 2009
 21 97 $85 Saxum James Berry Vineyard Paso Robles 2009
 22 96 $75 Cayuse Syrah Walla Walla Valley Cailloux Vineyard 2009
 23 96 $95 Chateau Canon-La Gaffeliere St.-Emilion 2009
 24 95 $57 Elio Grasso Barolo Gavarini Chiniera 2008
 25 96 $119 Fontodi Colli della Toscana CentraleFlaccianello 2009
 26 94 $55 Mount Eden Vineyards Chardonnay Santa Cruz Mountains 2009
27 96 $95 Chateau Peby Faugeres St.-Emilion 2009
 28 93 $24 Calera Pinot Noir Central Coast Thirty-Fifth Anniversary Vintage 2010
 29 94 $56 Switchback Ridge Merlot Napa Valley Peterson Family Vineyard 2009
 30 92 $20 Schild Shiraz Barossa 2010
 31 92 $25 Castello di Monsanto Chianti Classico Riserva 2009
 32 93 $32 Hamilton Russell Chardonnay Hemel-en-Aarde Valley 2010
 33 91 $12 Can Blau Montsant Blau 2009
 34 93 $29 Bertrand Stehelin Gigondas 2010
 35 92 $18 Romero & Miller Rioja Rentas de Fincas Reserva 2005
 36 93 $17 Domaine de l’Olivette Bandol 2008
 37 93 $30 Schloss Vollrads Riesling Spatlese Rheingau 2010
 38 90 $13 M. Chapoutier Cotes du Roussillon-Villages Les Vignes de Bila-Haut 2010
 39 92 $20 Domaines Schlumberger Pinot Gris Alsace Les Princes Abbes 2010
 40 93 $24 Eberle Syrah Paso Robles Steinbeck Vineyard 2010
 41 90 $9 Folonari Chianti 2010
 42 90 $11 Charles & Charles Rose Columbia Valley 2011
 43 91 $18 Chateau de la Greffiere Macon-La RocheVineuse Vieilles Vignes 2010
 44 96 $125 Giuseppe Mascarello & Figlio BaroloMonprivato 2007
 45 90 $12 Georges Vigouroux Malbec Cahors Pigmentum 2010
 46 90 $13 Roberto Anselmi Veneto White San Vincenzo 2010
 47 90 $15 Michele Chiarlo Barbera d’Asti Superiore Le Orme 2009
 48 92 $20 Guy Saget Vouvray Marie de  Beauregard 2010
 49 92 $24 Vecchia Cantina di Montepulciano Vino Nobile di Montepulciano Leone d’Oro 2009
 50 96 $125 Marcassin Pinot Noir Sonoma Coast Marcassin Vineyard 2006
51 90 $18 Bodega Norton Malbec Mendoza Reserva 2010
 52 90 $14 Cavit Vigneti delle Dolomiti Red Alta Luna Phases 2009
 53 92 $20 Greywacke Sauvignon Blanc Marlborough 2011
 54 90 $16 Bodegas Atalaya Almansa La Atalaya 2009
 55 91 $17 Jean Perrier & Fils Savoie Apremont  Cuvee Gastronomie 2011
 56 91 $18 Pewsey Vale Riesling Eden Valley Dry 2011
 57 91 $22 Descendientes de J. Palacios Bierzo Petalos 2010
 58 91 $22 Perrin & Fils Vinsobres Les Cornuds 2010
 59 91 $23 Astrolabe Sauvignon Blanc MarlboroughProvince 2011
 60 96 $135 Quilceda Creek Cabernet Sauvignon Columbia Valley 2009
 61 92 $28 Bodegas Beronia Rioja Gran Reserva 2004
 62 91 $19 Vina Ninquen Syrah Colchagua Valley Antu 2009
 63 93 $29 Neyers Chardonnay Carneros 2010
 64 90 $17 Domaine Lafond Tavel Roc-Epine 2011
 65 92 $29 Nikolaihof Gruner Veltliner QualitatsweinTrocken Wachau Hefeabzug 2010
 66 90 $12 Marchesi di Barolo Barbera del MonferratoMaraia 2011
 67 94 $32 Dr. Loosen Riesling Spatlese Mosel Wehlener Sonnenuhr 2011
 68 92 $25 Casa Lapostolle Cabernet Sauvignon Colchagua Valley Cuvee Alexandre Apalta Vineyard 2010
 69 92 $25 Antonio Caggiano Greco di Tufo Devon 2011
 70 92 $31 Chateau Latour-Martillac Pessac-Leognan 2009
 71 91 $24 Waterbrook Merlot Columbia Valley Reserve 2009
 72 93 $35 Turley Zinfandel Paso Robles  Pesenti Vineyard 2010
 73 90 $15 Bodegas Valdemar Rioja White Conde deValdemar Finca Alto Cantabria 2011
 74 93 $38 Iron Horse Brut Green Valley of Russian River Valley Classic Vintage 2007
75 91 $25 Marques de Caceres Rioja Reserva 2005
 76 93 $42 Austin Hope Syrah Paso Robles Hope Family Vineyard 2010
 77 93 $44 Belle Glos Pinot Noir Santa Maria Valley Clark & Telephone Vineyard 2010
 78 93 $45 Rust en Vrede Stellenbosch 2008
 79 93 $45 Evening Land Pinot Noir Eola-Amity Hills  Seven Springs Vineyard 2010
 80 96 $145 Spottswoode Cabernet Sauvignon St. Helena Family Estate Grown 2009
 81 93 $48 Collosorbo Brunello di Montalcino 2007
 82 90 $16 Emilio Lustau Amontillado Jerez Dry Los Arcos Solera Reserva NV
 83 92 $32 Morgan Pinot Noir Santa Lucia Highlands Twelve Clones 2010
 84 93 $50 Piper-Heidsieck Brut Champagne NV
 85 93 $49 Williams Selyem Pinot Noir Russian River Valley Eastside Road Neighbors 2009
 86 94 $60 Brancaia Maremma Toscana Ilatraia 2010
 87 90 $18 Concha y Toro Chardonnay Limari Valley Marques de Casa Concha 2010
 88 92 $32 Dominio de Atauta Ribera del Duero 2008
 89 92 $40 Honig Cabernet Sauvignon Napa Valley 2009
 90 90 $15 Skouras Moscofilero Peloponnese 2011
 91 93 $58 Kosta Browne Pinot Noir Russian River Valley 2010
 92 94 $85 Altamura Cabernet Sauvignon Napa Valley 2009
 93 96 $150 Chateau Lynch Bages Pauillac 2009
 94 95 $150 Ridge Monte Bello Santa Cruz Mountains 2009
 95 90 $20 Veramonte Primus The Blend Colchagua Valley 2009
 96 94 $75 Pahlmeyer Merlot Napa Valley 2009
 97 91 $27 Claude Riffault Sancerre Les Boucauds 2011
 98 94 $90 Mollydooker Shiraz McLaren Vale Carnival of Love 2010
 99 90 $22 Nobilo Pinot Noir Marlborough Icon 2010
 100 90 $20 Donnachiara Aglianico Irpinia 2008


ქართველი მეღვინეები თუ იღებენ მსგავს რეიტინგებში მონაწილეობას? საინტერესოა რა შესაძლებლობები გააჩნიათ და რა შედეგებს აღწევენ ..... როგორც ჩანს ამ 100-ულში არა თუ არ მოხვდენენ არც წარუდგენია ვინმეს თავისი პროდუქტი... თუ ეს ასეა სამწუხარო რეალობა გამოდის ქართული ღვინის ცნობადობის საქმეში


აქ მარტო ქართველ მეღვინეებზე არაა დამოკიდებული. მთავარია ეს  ღვინოები გარკვეული რაოდენობით იყოს ხელმისაწვდომი ამერიკის ბაზარზე. ასეთ შემტხვევაში მას აუცილებლად შეამჩნევენ ამ კონკრეტული გამოცემის რედაქტორები, ჯერ დახასიატებებში მოხვდება, შემდეგ კი ვინ იცის, შესაძლოა 100–ულშიც მოხვდეს. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული