Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რქაწითელი ქარვისფერი, ვინოტერა, 2011

ვინოტერას მეღვინეებმა ძალზე ორიგინალური პროდუქტი შექმნეს. მემგონი ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვევრში დაყენებული ტკბილი ღვინო გამოვიდა ბაზარზე. ყურძენი დაიკრიფა ნოემბერში, შემდეგ 4 თვის განმავლობაში შრებოდა და ჩამიჩდებოდა და უკვე გაზაფხულზე ჩაიწურა ქვევრებში. ჭაჭაზე და კლერტზე გაატარა 4 კვირა, რის შედეგადაც დადგა მოოქროსფერო ქარვისფერი ბუნებრივად ტკბილი ღვინო, ძალზე ნაზი და ელეგანტური. სქლად ისხმება, გემო-სურნელებში კი ძირითადად უნაბის, კარგად ჩახარშული თეთრი ბლის მურაბის და ჩირის ტონებს იგრძნობთ. საკმაოდ ღრმა და რთული ღვინოა.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული