Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტორტი - თაფლიანი პოლენო

საჭირო მასალა: ცომი - 2 - ს.კ. თაფლი, 2/3 ჭიქა შაქარი, 2,5-3 ჭიქა ფქვილი, 3 კვერცხი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი,  0,5 ჩ.კ. სოდა. კრემი – 800 გ სქელი არაჟანი, 600 გ ნაღების ყველი ან ხაჭო, 1 ჭიქა შაქარი. ხილი ან კენკრა – მოსართავად.

მომზადება: შაქარი, თაფლი და კვერცხი გავთქვიფოთ. დავუმატოთ ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ელასტიკური ცომი. თაფლის გამო ცომი შეიძლება ცოტა ეკრობოდეს ხელს. ცომი სამ ნაწილად გავყოთ. თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ პერგამენტზე და 1-1,5 სმ სიგანის ზოლებად დავჭრათ. გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე და დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში 220 გრადუს ტემპერატურაზე გამოვაცხოთ. არაჟანი და შაქარი ძალიან კარგად ავთქვიფოთ და შევურიოთ ნაღების ყველი. კექსის მოგრძო ფორმაში ჩავაფინოთ ცელოფანი ან ფოლგა ისე, რომ გვერდები გარეთ გადმოუვიდეს. ძირზე მოვათავსოთ კრემის ნაწილი, შემდეგ გამომცხვარი ჩხირები. ასე გავაგრძელოთ ბოლომდე. ბოლოს ზემოდან გადმოვაფაროთ ფოლგა და 10 საათით შევდგათ მაცივარში. სუფრასთან მიტანის წინ ტორტი ლანგარზე გადმოვიღოთ და სასურველი ხილით მოვრთოთ. შეგვიძლია ასევე მოვასხათ დამდნარი შოკოლადი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული