2014 წელს სომხურმა კომპანია ,,არმენია ვაინ"-მა პირველად გაიტანა ღვინო ექსპორტზე კანადაში. კომპანიის თანამფლობელის, ვაგან მკრტიჩიანის თქმით, ასეთი ნაბიჯის გადადგმა საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან კანადური მხარე მკაცრად აკონტროლებს ალკოჰოლურ ბაზარს, ექსპორტიორების მიერ მიწოდებული საქონლის ხარისხს და მათი კვოტირების საკითხს. აღსანიშნავია, რომ სომხური კომპანიის ღვინო უკვე გადის აშშ-სა და საფრანგეთის ბაზრებზე. ,,ალბათ ზედმეტია იმისი ახსნა, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის საზღვარგარეთის ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრებზე, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, ადგილის დამკვიდრება", - აღნიშნავს მკრტიჩიანი. 2014 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდის მონაცემებით, ,,არმენია ვაინ"-მა ექსპორტზე 875,5 ათასი ბოთლი ღვინო გაიტანა, 2013 წელს კი - 1,07 მილიონი ბოთლი, რაც სომხეთის მეღვინეობის მთლიანი მოცულობის 57%-ს შეადგენს.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი