Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მუკუზანი, კახური, 2004

34.00 ლარი

ამ ღვინომ 2 თვის წინ, "ღვინის კლუბის" მიერ მოწყობილ მუკუზნების დეგუსტაციაზე ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა და 15 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა. უკვე კარგად დაძველებული, ნამდვილად გამორჩეული ღვინოა, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრებთ თავს. სიძველე ფერშიც ჩანს, სადაც ძოწისფერი დომინირებს, შემდეგ კი სურნელებშიც აშკარავდება დავარგების კვალი. პირველ რიგში შავი მოცხარის სურნელები გეცემათ, შემდეგ კი ალუბლის კერკის ჯერი დგება. ძალიან ეფექტური დაბოლოება აქვს, სადაც ყავის ტონებიც იგრძნობა. გემოზე საკმაოდ ძლიერია, სხეულიანი, ბოლომდე დამწიფებული ღვინოა, რომელიც ამჟამად თავის საუკეთესო ფორმაშია. მიაყოლეთ საქონლის სტეიკებს.

© ღვინის კლუბი/Weekend



კონკრეტულად ეს არ ვიცი და "მუკუზანი" ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ღვინოა - უიშვიათესი არომატით.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული