Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბარი უკურნებელი სენით დაავადებული ავადმყოფებისთვის

საფრანგეთის ქალაქ კლემონ-ფერანის ერთ-ერთ კლინიკაში აპირებენ ბარის გახსნას, რომელშიც უკურნებელი სენით დაავადებულ ავადმყოფებსა და მათ ახლობლებს გულის მოოხება შეეძლებათ. ბარში, რომელიც სექტემბერში უნდა ამოქმედდეს, გაიყიდება ღვინო, ლუდი, ვისკი და სხვა ალკოჰოლური სასმელი. ბარი საავადმყოფოს პალიატიური მკურნალობის ცენტრის ტერიტორიაზე იქნება განლაგებული. ავადმყოფებს საშუალება ექნებათ იქ ახლობლები და ნათესავებიც დაპატიჟონ და მათთან ერთად დალიონ ჭიქა ღვინო. ასეთი ბარი, რომლის დანიშნულებაც იქნება უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანთა გამხნევება და გახალისება, პირველად იხსნება საფრანგეთში. ფსიქოლოგთა ჯგუფმა სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა იმ პერსონალს, რომელიც ასეთ ავადმყოფებს და მათ ახლობლებს უნდა მოემსახუროს. თუ ეს ექსპერიმენტი გაამართლებს, მაშინ ანალოგიური ბარები საფრანგეთის სხვა კლინიკებშიც გაიხსნება.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული