საფერავი, ბადაგონი, 2005
გამოქვეყნებულია: 10 ოქტომბერი, 2008 - 16:27
ძოწისფერი ღვინოა, გამჭვირვალე, ფერში სიძველის ნიშნებით. საკმაოდ სხეულიანია, გემოზე მწკლარტე. აშკარად იგრძნობა წითელი კენკრის ტონები, თუმცა სურნელებში საშუალო სიმწიფის მაყვალი ჭარბობს. პირველ გასინჯვაზე ახალგაზრდა ღვინის შთაბეჭდილებას ტოვებს, თავიდან სპირტუოზულობაც იგრძნობა, თუმცა, ღვინის ფერი საპირისპიროზე მეტყველებს.
თემა:
ქისი, ვინოტერა, 2004
გამოქვეყნებულია: 24 აგვისტო, 2008 - 19:54
დაწურულია სოფელ მაღრაანში, ტყისპირებზე მოყვანილი ქისის ჯიშის ყურძნიდან კახური ტექნოლოგიით. ერთ-ერთი საუკეთესო კახური ტიპის ღვინოა, რომელიც კი გამისინჯია. მუქი ქარვისფერია, ნათელი სხივებით. ძალზე მდიდარი ბუკეტი აქვს, თვალახვეულს შესაძლოა წითელ ღვინოშიც აგერიოს.
თემა:
Catena Malbec, Mendoza, Bodega Catena Zapata, Argentina, 2005
გამოქვეყნებულია: 15 ივლისი, 2008 - 01:33
თემა:
წინანდალი, თელიანი ველი (მუხაში დავარგებული), 2005
გამოქვეყნებულია: 29 თებერვალი, 2008 - 11:00
თემა: