Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ოჯახური“ უნგრულად – Brassói aprópecsenye


მასალა:
100გრ. ბეკონი
ზეთი
1 კგ ღორის მჭლე ხორცი
100 მლ თეთრი მშრალი ღვინო
500 გრ ხახვი
3 კბ ნიორი
1 ჩ.კ. მაიორანი
მარილი, პილპილი, ოხრახუში

გარნირად:
მოხარშული კარტოფილი, ან მოხარშული ბრინჯი + ბარდა. (ასევე შეგიძლიათ შემწვარი კარტოფილიც, მაგრამ არ გირჩევთ, ისედაც მძიმე კერძია)

მომზადება:
1. დაჭერით ღორის ხორცი სტეიკის ნაჭრების ფორმაზე, დაახლოებირ 5/5 სმ, სიგანე კი 1 სმ. გარეცხეთ და გააშრეთ ხელსახოცით.
2. დაჭერით ბეკონი გრძელ წვრილ ნაჭრებად, ჩააწყეთ ზეთმოსხმულ ღრმა ტაფაში და შეაწითლეთ, როცა შეწითლდება დაამატეთ ხორცი და თეთრი ღვინო. შუშეთ მაღალ ცეცხლზე. ღვინო რომ ამოშრება, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მაიორანი და ნიორი. დაამატეთ წყალი ისე, რომ ოდნავ დაიფაროს ხორცი და შუშეთ დაბალ ცეცხლზე. დრო და დრო ამოურიეთ, თუ წყალმა ჩაიშრო, ცოტ–ცოტა დამატეთ სრულ მომზადებამდე.
3. როცა ხორცი მზად იქნება, შეკმაზეთ შავი პილპილით, მარილით და ბლომად ოხრახუშით.
4. რადგანაც მასა ძალიან ცხიმიანი გამოვიდა, მე დავამატე 1 ჭიქა დაჭრილი პომიდორი.

მიირთვით ცხელი გარნირთან ერთად.
 
© BadbadGirl

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული