Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

IWSC - ღვინის საერთაშორისო კონკურსის შედეგები და შეჯამება

ელენე ცინცაძე

13 ოქტომბერს, International wine & Spirit Competition-ის დაჯილდოება გაიმართა. კონკურსზე 487-მა ქართულმა ღვინომ მიიღო მონაწილეობა, იყო სხვადასხვა სტილისა და კატეგორიის ღვინოები. მთლიანობაში კი ღვინოები 14-მა ღვინის ექსპერტმა შეაფასა, მათ შორის იყვნენ ქართველი ოსტატებიც. ჟიურის წევრი რეზი ცეცხლაძე კონკურსის მნიშვნელობაზე საუბრობს:  “პირველ რიგში, ეს კონკურსი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სწორი შეფასება მოხდეს იმ ღვინოების, რომლებიც იწარმოება საქართველოში და სწორი მოტივაცია მიეცეთ ქართველ მეღვინეებს, რათა მომავალში გააგრძელონ ახალი, საინტერესო ღვინოების შექმნა და წარმოება, ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ქართული მეღვინეობისთვის.

კონკურსისა და ქართული ღვინოების შესახებ IWSC-ის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ კონკურსმა, შეიძლება ითქვას, სხვა ყველაფერთან ერთად უცხოელი ჟიურის თითოეულ წევრს მისცა შანსი საქართველო და ქართული ღვინოები, ქვევრის უნიკალური ტექნოლოგოგია უფრო უკეთ, დეტალურად გაეცნოთ, რითაც ნამდვილად ძალიან მოხარულები არიან: “საქართველოში კონკურსის ჩატარება, ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტად წარმატებულს და ცნობადს გახდის ქართულ ღვინოებს, რომლებიც ამას ნამდვილად, ობიექტურად იმსახურებენ. საქართველოში მე და დანარჩენი ჟიურის წევრები პირველად ვართ, ასეთი გასაოცარი და მრავალფეროვანი ღვინოების დაგემოვნება კი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შესაძლებლობა იყო. ბევრი არაჩვეულებრივი და არომატული ღვინოები გავსინჯეთ, განსაკუთრებით კი ქართული ღვინის მრავალფეროვნებამ  აღმაფრთოვანა” - აღნიშნავს კრისტენი. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღვინოები  უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა დააგემოვნეს, შესაფასებელი ღვინოების რაოდენობამ კი მოლოდინს გადააჭარბა. როგორც გიორგი სამანიშვილი, ღვინის ექსპერტი აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველი ღვინის დეგუსტატორებიც არიან ჟიურიში და უცხოელებთან ერთად აფასებენ ქართულ ღვინოებს: “რაც ძალიან კარგია არის ის, რომ უცხოელი ექსპერტები საკმაოდ კარგად იცნობენ ქართულ ღვინოებს. გარდა ამისა, ქართული დეგუსტატორები ჭარბობენ უცხოელებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივებიც უცხოელებთან ერთად იღებენ შეფასების პროცესში მონაწილეობას. უნდა ითქვას, რომ კონკურსი საკმაოდ რთული იყო, მონაწილე კი - ბევრი”. 

კონკურსი 1969 წელს დაარსდა. ის, რის გამოც IWSC ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მარიამ გუჯაბიძე, კონკურსის ბრენდ ამბასადორი აღნიშნავს, მათი სტანდარტებია, ჟიურის წევრები პროფესიონალები არიან. როგორც ის ამბობს, ქართველი ჟიურის წევრებიც მათ თავიანთი სტანდარტების მიხედვით აარჩიეს. კონკურსის 50 წლიანი გამოცდილება კი მის მნიშვნელობას ხაზს უსვამს: “ჟიურის სარა ებოტი ხელძღვანელობს, მსოფლიოში წამყვანი ღვინის მაგისტრი დიდი გამოცდილებით. აღსანიშნავია, რომ ღვინოს შეაფასებენ არა მხოლოდ ღვინის ექსპერტები, არამედ სომელიეებიც, დარგის სპეციელისტებიც და ბაიერებიც. შეიძლება, რომ მათ და ქართველ მეღვინეებს შორის კომუნიკაცია შედგეს, რაც ჩვენს მეღვინეებს დაეხმარებათ სამომავლო პერსპექტიულ ურთიერთობებსა და ღვინის გატანაშიც ბრიტანულ ღვინის ბაზარზე”.

კონკურსი პირველად მხოლოდ ერთი ქვეყნის მასშტაბით სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, ევროპაში კი, ფაქტობრივად, პირველად საქართველოში ტარდება: “ასეთი ტიპის კონკურსის საქართველოში ჩატარება კი უკვე მეტყველებს ქართული ღვინის ინდუსტრიის წარმატებაზე.” - აღნიშნავს მარიამ გუჯაბიძე. 

სარა ებოტი, ჟიურის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქართველი ჟიურის წევრები ყველაზე მკაცრები იყვნენ: “ ქართველები განსაკუთრებით მკაცრად აფასებდნენ ღვინოებს. ეს კი ხაზს უსვამს იმას, რომ პირველი მწარმოებლები სწორედ ქართველები არიან. ზოგადად, ღვინის ხარისხი ძალიან მაღალი იყო, განმაცვიფრებელი იყო ასევე რეგიონებისა და ღვინის კატეგორიების მრავალფეროვნება. მედალოსანი ღვინოების შეფარდება კონკურსში მონაწილე ღვინოების რაოდენობასთან ისეთი იყო, როგორიც ჩამოყალიბებული ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისა, ესპანეთის, საფრანგეთისა და იტალიის მსგავსად,რაც კიდევ უფრო წარმოაჩენს ქართული ღვინის ხარისხს”. 

მთლიანობაში კონკურსზე 288 ღვინო დაჯილდოვდა. 16-მა მიიღო ოქროს მედალი. ასევე გვყავს 63 ვერცხლისა და 209 ბრინჯაოს მედლის მფლობელი ღვინო. ოქროს მედლები მოიპოვა შემდეგმა ღვინოებმა:

რქაწითელი, ქვევრი, “რუისპირი”, 2021

ერეკლეს ღვინო, “მარანი კასრელი, 2020

რქაწითელი, მანავი, “შატო ქეთევანი”, 2021

რაფსოდია, რქაწითელი ქვევრი, “შატო ქუმსიაშვილი”, 2017

ქისი ქვევრი, “მეღვინეობა ჩელთი”, 2020

რანინა კახური, “დუგლაძეების ღვინის კომპანია”, 2021

მწვანე ქვევრი, “გიუაანი”, 2014

ბიმბილი, ქვევრი ცოლიკაური, “იცის მარანი”, 2020

ქართველი, “ქართველი”, 2015

ოცხანური საფერე, “ბარბალეს მარანი”, 2020

“ისთეითი”, “თიკო ისთეით საფერავი”, 2019

კონჭო ქარვის, “Koncho & Co.”, 2020

ქვევრი ქისი, “რთველისი”, 2020

მუსკატური, “საწნახელი”, 2018

რქაწითელი, “ვარდიაშვილი ფემილი ვაინ”, 2020

მაყაშვილის ღვინის მარანი - მუსაიფი, “ვაზიანი”, 2017

კახა ჭოტიაშვილი, “საწნახელის” მეღვინე აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეჯიბრებები საქართველოში: “პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ ასეთი დონის კონკურსები უკვე საქართველოში ტარდება, ეს ძალიან დიდ შანსს აძლევს მეწარმეებს და განსაკუთრებით ისეთ პატარა მარნებს, როგორიც ჩვენ ვართ. ეს შანსია, რომ ქართული მეღვინეობისა და მარნების შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგოს”. 

შეგახსენებთ, International Wine & Spirit Competition-ის დაჯილდოება გუშინ, 13 ოქტომბერს გაიმართა. სრულად გამარჯვებულთა სიას კი შეგიძლიათ მათივე ვებ-გვერდზე გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com



რქაწითელი, ქვევრი, “რუისპირი”, 2021, ეს მეღვინეობას ქვია რუისპირი? ვინმემ ხომ არ იცით რა მეღვინეობაა? მადლობა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული