Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკული სამზარეულო ტრადიციები

დალი კრიხელი

რთუ­ლი­ა რამ­დე­ნი­მე პა­რაგ­რაფ­ში და­ა­ხა­სი­ა­თო ისე­თი ფარ­თო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქვეყ­ნის სამზარეულო, რო­გო­რიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტატებია. ევ­რო­პუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის – იტალიური, ფრან­გუ­ლი თუ ეს­პა­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის იმ­პორ­ტმა ამე­რი­კულ მი­წა­ზე არ­სე­ბი­თი სა­ხეც­ვლი­ლე­ბა განიცადა. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ივ­სე­ბო­და და მდიდ­რდე­ბო­და ჩინელი, აფ­რი­კე­ლი თუ ებ­რა­ე­ლი იმიგ­რან­ტე­ბის მიერ. და მაინც, იმ ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მიღმა, რო­მე­ლიც თანამედროვე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახა­ლა­მე­რი­კულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გამოიყენება, არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი ინგრედიენტი, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად უდევს ამე­რი­კულ სამ­ზა­რე­უ­ლო ტრადიციებს. საინტერესოა, რომ ეს ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მცე­ნა­რე­ე­ბის პრო­დუქ­ტი­ა და არა იმ­პორ­ტუ­ლი კულტურების: სიმინდი, კვა­ხი და ლო­ბი­ო – სამეული, რო­მელ­საც მკვიდ­რი ამე­რი­კე­ლე­ბი „სა­მი დის” სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ და ფარ­თოდ მოიხმარდნენ. 
სი­მინდს ამე­რი­კე­ლე­ბი მი­ირ­თმე­ვენ მო­ხარ­შულს (corn on the cob), ან ბა­ტი­ბუ­ტად (popcorn), ან იყე­ნე­ბენ ისეთ პო­პუ­ლა­რულ კერძებში, რო­გო­რიც არის სუ­კო­ტა­ში (succotash) – ჭყინ­ტი სი­მინ­დი­სა და ლო­ბი­ოს­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერძი. სი­მინ­დის ფქვი­ლი ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნი­უ მექ­სი­კოს შტატში, სა­დაც მის­გან ტორტიებს, სი­მინ­დის პურს, გნებავთ, იგი­ვე მჭადს და ნამ­ცხვრე­ულს ამზადებენ. კვა­ხი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც სუპებში, ასე­ვე ნამ­ცხვარ­ში (pumpkin pie). ანაც ნა­ღე­ბით და კა­რა­ქით გამ­დიდ­რე­ბულ პიურეში. 
ბევ­რი ისე­თი კერძი, რო­მე­ლიც ამე­რი­კუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იდენ­ტო­ბის ნაწილია, მზად­დე­ბა ბრინჯით. ასეთია, მაგალითად, კრე­ო­ლუ­რი ჯამ­ბა­ლა­ი­ა (jambalaya) ან „ჭუჭ­ყი­ა­ნი ბრინჯის” (dirty rice) სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი კე­ჟო­ნუ­რი კერძი, რო­მელ­საც ქათ­მის ღვიძ­ლით ან შიგ­ნე­უ­ლით ამზადებენ.  
ამე­რი­კულ ვეს­ტერ­ნებ­ში ხში­რად გვინახავს, რო­გორ ევ­ლე­ბა ამე­რი­კე­ლი პი­ო­ნე­რის (პირ­ვე­ლი იმიგრანტის) ცო­ლი თავს ოხ­შივ­რი­ან ქვაბს ან შიშ­ხი­ნა ტაფას. მართლაც, ტრა­დი­ცი­უ­ლი ამე­რი­კუ­ლი კერ­ძე­ბი მოხარშული, ჩა­ქა­ფუ­ლი ან შემ­წვა­რი ხორ­ცის სხვა­დას­ხვა კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის­გან შედგებოდა. ამ­გვა­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა ნი­უ ინ­გლენ­დუ­რი მო­ხარ­შუ­ლი სა­დი­ლი (New England boiled dinner) – სა­დად მო­ხარ­შუ­ლი გა­მოყ­ვა­ნი­ლი ხორ­ცი ბოს­ტნე­ულ­თან ერთად, ან ბოს­ტო­ნუ­რად გა­მომ­ცხვა­რი ლო­ბი­ო (ბე­კონ­თან ერთად). ტექ­სა­სუ­რი ცხა­რე სა­დი­ლი – ჩი­ლი კონ კარ­ნე (chili con carne) ან კრე­ო­ლუ­რი გამ­ბო (ხორ­ცი­სა და მო­ლუს­კე­ბის ჩაქაფული), ასე­ვე თევ­ზის წვნი­ან­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი წვნი­ა­ნი – ჩა­უ­დე­რი (chowder), რომ­ლის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ნა­ირ­სა­ხე­ო­ბას ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნი­უ ინ­გლენ­დის შტა­ტებ­ში ამ­ზა­დე­ბენ (New England clam chowder). 
ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა ბარ­ბე­ქი­უს რიტუალი, გრილ­ზე შემ­წვა­რი ხორ­ცით ან თევ­ზით ღი­ა ცის­ქვეშ გამასპინძლება. ეს იქ­ნე­ბა ჰამბურგერი, ღო­რის ნეკ­ნე­ბი თუ პო­პუ­ლა­რუ­ლი თი-­ბო­უნ სტეიკი. ბარ­ბე­ქი­უს ტრა­დი­ცი­ა მი­ნი­მა­ლურ ცე­რე­მო­ნი­ალს გუ­ლის­ხმობს და ამე­რი­კე­ლე­ბი მას ხში­რად მარ­თა­ვენ არაფორმალური, მე­გობ­რუ­ლი თავშეყრისთვის. 
ამე­რი­კუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო რე­გი­ო­ნა­ლუ­რად მრავალფეროვანია. ჩრდილო-აღმოსავლეთის, ნი­უ ინ­გლენ­დის შტა­ტებ­ში ინარ­ჩუ­ნე­ბენ სა­უ­კე­თე­სო სუპების, შემ­წვა­რი ხორ­ცის და ნამ­ცხვრე­ბის ცხო­ბის რეპუტაციას. პენ­სილ­ვა­ნი­ა­სა და ვის­კონ­სინ­ში გერ­მა­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი დომინირებს, აქ ხში­რი­ა ტკბილ­-მჟა­ვე კერძები, ხორ­ცი ნა­ყო­ფი­ერ მარინადებში. სკან­დი­ნა­ვი­უ­რი გავ­ლე­ნა აშ­კა­რა­ა მი­ნე­სო­ტა­ში (შვე­დუ­რი დაფა, გა­მოყ­ვა­ნი­ლი ქა­შა­ყი და და­ნი­უ­რი ტკბილეულობა). ლუ­ი­ზი­ა­ნას ფრან­გუ­ლი კო­ლო­ნი­ზა­ცი­ის კვა­ლი დღემ­დე ეტყობა, ფლო­რი­და­ში ზღვის პრო­დუქ­ტე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი – კუ, კი­ბორ­ჩხა­ლა და კრე­ვე­ტი – რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­მად­გე­ნე­ლი ნაწილია. 

© tabula

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.