Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დონალდ ტრამპმა ღვინის მეურნეობა შეიძინა

ცნობილი ამერიკელი მილიარდერი – დონალდ ტრამპი, რომელიც სხვადასხვა საქმიანობითაა გატაცებული - იქნება ეს ცათამბჯენების მშენებლობა, სასტუმროებისა და გოლფ-კლუბების მოწყობა, ტელეწამყვანობა, მწერლობა თუ ვიტამინების გაყიდვა, ამჯერად ახალი სფეროთი  - მეღვინეობით დაინტერესდა.

ტრამპმა ცნობილი მილიარდერის – ჯონ კლუჯის ყოფილი მეუღლისგან ღვინის მეურნეობა - ვირჯინიის შტატში მდებარე 314 ჰექტარი ვენახი შეიძინა. მეურნეობა აშშ-ს მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე საუკეთესოდ არის მიჩნეული. ტრამპმა აღიარა, რომ ეს გარიგება არა იმდენად ღვინის სიყვარულით, არამედ უძრავ ქონებაში ფულის დაბანდებით არის გამოწვეული – მან ხომ სულ რაღაც 6,2 მილიონ დოლარად ჩაიგდო ხელში მიწა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისამდე დაახლოებით ათჯერ ძვირად იყო შეფასებული. ამავე დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ არ აპირებს ძველი მეპატრონის ჩამოშორებას მეღვინის საქმიანობიდან, ვინაიდან – “მას შესანიშნავად ესმის ღვინო, მე კი – არა.”

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული