Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შვეიცარიული ღვინო და ექსპორტი

შვეიცარიას, როგორც წესი, ცნობილ ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის არ მოიაზრებენ ხოლმე, თუმცა დასავლეთ ევროპის ეს პატარა ქვეყანა უკვე 2000 წელზე მეტია ღვინოს აწარმოებს. შვეიცარიული ღვინის ექსპორტის ნაკლებობა ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ მას თავად მოსახლეობა მოიხმარს. 

შვეიცარიის მევენახეობის ინდუსტრია დაყოფილია ექვს რეგიონად, თითოეულ მათგანს თავისი გამორჩეული ხასიათი აქვს. ქვეყანაში 252-ზე მეტი სახეობის ვაზის ჯიშია გაშენებული. ყველაზე ხშირად გავრცელებულია პინო ნუარი (57%), მოჰყავთ Chasselas, მერლო, რისლინგი, პინო გრი, პინო ბლანი, გევურცტრამინერი, gamay და შარდონე. Müller-Thurgau გაშენებულია ძირითადად Thurgau-ში, მისი შემქმნელის, ჰერმან მიულერის დაბადების ადგილას. 

წითელი ღვინოები თეთრებს აღემატება (60:40), რაც ბევრისთვის შეიძლება მოულოდნელიც კია. Pino Noir (ან blauburgunder) ქვეყანაში ყველაზე ფართოდ დარგული ჯიშია (28%), აგრეთვე კი chasselas, რომლითაც მთლიანობაში წარმოებული ღვინის მეოთხედია. შემდეგი ყველაზე პოპულარული წითელი ღვინის კატეგორიაში არის პინო ნუარის “ბიძაშვილი” gamay, რომელიც მსუბუქი, “ყოველდღიური” ღვინის დასაწურად გამოიყენება. ამ ორს ხშირად ურევენ ხოლმე დასავლეთის რეგიონებში Dôle-ს დასაყენებლად. მნიშვნელოვანია აგრეთვე მერლო, რომელიც ticino-ში მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოვიდა. syrah კი ცენტრალურ ვალეშია გავრცელებული. 

შვეიცარიის მევენახეობის ძირითადი უბნები განლაგებულია მის კიდეებში, რის გამოც ცენტრი, ძირითადად, ვენახებისაგან თავისუფალია. უმრავლესობა არის სამხრეთ-დასავლეთით, ჟენევის ტბის ჩრდილოეთ მხარესა და მდინარე რონის ზედა მონაკვეთზე, ვალეში გაშენებული. მნიშვნელოვანი რეგიონია ასევე ნოშატელი (neuchatel), რომელიც ცნობილია თეთრი ღვინითა და oeil-de-pedrix rose-თი. სამხრეთით, ტიჩინოსა და ციურიხის გარშემო ძირითადად მოჰყავთ პინო ნუარი, რასაც გრაუბუნდენთან აკავშირებენ.

შვეიცარიის ალპური კლიმატი ერთ-ერთი ის ფაქტორია, რის გამოც ის არც იმდენად გამორჩეულ ღვინის მწარმოებლად მიიჩნევა. Მიუხედავად ამისა, კლიმატი რეგიონიდან-რეგიონზე მკვეთრად იცვლება. Მაგალითად, ზაფხულში ვალეში საკმაოდ მაღალი ტემპერატურია და მზიანი ამინდებია, თუმცა ticino-ში ქარი და დიდი ნალექი იცის.

შვეიცარიაში წელიწადში დაახლოებით 148 მილიონი ბოთლი იწარმოება, ექსპორტზე კი 1% თუ გადის მხოლოდ. Ქვეყანაში 1500-მდე მწარმოებელია. ნოლ როზენტალის, rosenthal wine merchant-ის დამფუძნებელის თქმით, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა წარუდგინა ამერიკას შვეიცარიული ღვინოები, ეს არასათანადო ექსპორტი ღვინის წარმოების მასშტაბის, ფასისა და ნაკლებად ცნობადობის გამოა გამოწვეული: “ჩვენი, შვეიცარიული ღვინოები მართლაც რომ განსაკუთრებულია, თუმცა მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ვენახების უმეტესობა ისეთ ციცაბო ტერასებზეა გაშენებული, რომ დამუშავება ხელითაა საჭირო, მოსავლიანობა კი დაბალია. ამიტომაცაა, რომ ჩვენი ღვინოები შედარებით ძვირი ღირს” - აღნიშნავს როზენტალი. 

ერთ-ერთი პოპულარული ღვინოა Weingut Daniel & Marta Gantenbein Pinot Noir, რომელიც მწიფე ალუბლისა და კვამლის არომატებით, გრძელი და ელეგანტური დაბოლოებით გამოირჩევა. Weingut Daniel & Marta Gantenbein Chardonnay კი ციტრუსისა და მიწის, ტყის სურნელებით ხასიათდება, ასევე სასიამოვნო ბალანსითა და კომპლექსურობით. Weingut Donatsch Malanser Pinot Noir Unique-ში კენკრისა და ალუბლების ტონებს იგრძნობთ, რაც დასასრულს ხალისიან და სასიამოვნო შეგრძნებას დაგიტოვებთ. სტატიასა და სხვადასხვა შვეიცარიულ ღვინოებს შეგიძლიათ wine searcher-ის გვერდზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული